ანანია
იერსახე
ანანია — XV საუკუნის ქართველი მხატვარი, მინიატიურისტი. ცხოვრობდა სამცხის ათაბაგის კარზე, შემონახულია მისი ორი მინიატიურა, რომლებიც ჩაკრულია კალიგრაფ შავ-ზაქარიას მიერ XI საუკუნის გადაწერილ სახარებაში (A-845). მინიატიურებზე გამოსახულია მათე და მარკოზ მახარებლების მჯდომარე ფიგურები. ანანიას ნახატისათვის დამახასიათებელია რამდენადმე წაგრძელებული პროპორციები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 1, გვ. 427, თბ., 1975