შავ-ზაქარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შავ-ზაქარია, XI საუკუნის ქართველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა პალესტინაში, შავი მთის ქართულ მონასტერში. გადაწერა სახარება ნიკოლაოს ხუცესის დედნიდან, რომელიც შესრულებულია გიორგი მთაწმიდლის ორიგინალიდან. წიგნი ნაწერია ლამაზი ნუსხურით, ორ სვეტად, ყავისფერი მელნით, დიდი სიყვარულით არის მორთული: არშიებზე ასევე ლამაზი, შედარებით წვრილხაზოვანი, სასიამოვნო პროპორციის მთავრული საზედაო ასოებია. ზოგი სინგურით შესრულებული, ზოგი - მელნით. სინგურით ნაწერ საზედაო ასოებს ზემოდან და ქვემოდან უზის წვრილი მრგლოვანი ასოები - სტრიქონების სათვალავი: ყოველი ასეთი "ანსამბლი" მოფიქრებულია როგორც დეკორატიული ელემენტი. წიგნს თავში დართული აქვს კამარები - 14 გვერდი. სახარებაში ჩართულია ანანიას მიერ შესრულებული ორი მინიატიურა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 10, გვ. 670, თბ., 1986