შინაარსზე გადასვლა

ანაბელა შიორა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანაბელა შიორა

ანაბელა შიორა 2008 წელს
დაბადების სახელი ანაბელა გლორია ფილომენა შიორა
დაბადების თარიღი 29 მარტი, 1960
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1988–დღემდე
მეუღლე(ები) ჯო პეტრუცი (1989-1993)

ანაბელა გლორია ფილომენა შიორა (ინგლ. Annabella Sciorra; დ. 29 მარტი, 1960[1]) — ამერიკელი თეატრისა და კინოს მსახიობი.[2] ფილმში „ნამდვილი სიყვარული“ შესრულებული როლისთვის ნომინირებული იყო დამოუკიდებელი სულის ჯილდოზე. ყურადღება მიიპყრო აგრეთვე შესრულებული როლით ფილმში „ჯუნგლების ციებ-ცხელება“. 1992 წელს როლი მიიღო ფილმში „ხელი რომელიც არწევს აკვანს“, ხოლო 1997 წელს გამოჩნდა ფილმში „პოლიციელები“. HBO-ის ტელესერიალ „სოპრანოს კლანში“ შესრულებული როლისთვის ნომინირებული იყო ემის ჯილდოზე.[3] დაიბადა აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში, დედამისის — დიასახლისისა და მამამისის — პროფესიით ვეტერინარის ოჯახში. მისი მშობლები იტალო-ამერიკელები არიან.[4][5] ბავშვობაში შეისწავლა ცეკვა და ესწრებოდა დრამის გაკვეთილებს. 1981 წლის 5 ნოემბერს დააარსა „Brass Ring Theater Company“.[6] 1989-1993 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა ჯო პეტრუცისთან. 2004-2007 წლებში რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ბობი კანავალესთან.[7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Today in history: March 24. msnbc.msn.com (2006-03-24). ციტირების თარიღი: 24 October 2011.
  2. Hernandez, Ernio. (2004-03-24) Annabella Sciorra Stars in World Premiere of Roar, Starting Off-Broadway March 24. Playbill. ციტირების თარიღი: 2008-11-12.
  3. vAnnabella Sciorra as Gloria Trillo: The Sopranos. HBO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-22. ციტირების თარიღი: 2008-11-12.
  4. http://www.abruzzo2000.com/news/archive/19990918.htm#notizia1
  5. http://ricerca.repubblica.it/repubblica/archivio/repubblica/2000/04/30/sciorra-film-di-scorsese-rovina-di-noi.html
  6. Annabella Sciorra: Biography. TVGuide.com. ციტირების თარიღი: 2010-09-13.
  7. Annabella Sciorra's biography. CelebrityFAQs.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-27. ციტირების თარიღი: 2010-09-13.