ანა ლეშჩინსკა
ანა ლეშჩინსკა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
25 მაისი, 1699 სილეზია, პოლონეთი |
გარდაცვალების თარიღი |
20 ივნისი, 1717, (18 წლის) ცვაიბრიუკენი, საღვთო რომის იმპერია |
ეროვნება | პოლონელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მშობლები |
მამა: სტანისლავ I, პოლონეთის მეფე დედა: კატარინა ოპალინსკა |
ანა ლეშჩინსკა (პოლ. Anna leszczyńska, ლიეტ. Ana Leščinska; დ. 25 მაისი, 1699 – გ. 20 ივნისი, 1717) — პოლონეთისა და ლიტვის მეფე სტანისლავ ლეშჩინსკისა და მისი ცოლის, დედოფალ კატარინა ოპალინსკას პირველი ქალიშვილი. საფრანგეთის დედოფალ მარია ლეშჩინსკას უფროსი და. გარდაიცვალა თვრამეტი წლის ასაკში პნევმონიით, დევნილობაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანა დაიბადა 1699 წლის 25 მაისს პოლონეთში. იგი იყო პოლონელი დიდგვაროვნის, სტანისლავ ლეშჩინსკისა და მისი ცოლის, კატარინა ოპალინსკას პირველი ქალიშვილი. 1703 წელს შეეძინა უმცროსი და უკანასკნელი და, მარია ლეშჩინსკა. 1704 წელს მამამისი პოლონეთისა და ლიტვის მეფედ იქნა არჩეული, რითაც იგი პრინცესა გახდა. მას სახელი დიდი ბებიის, ანა იაბლონოვსკას პატივსაცემად დაარქვეს.
ანა და მისი უმცროსი და, პრინცესა მარია დედის მეთვალყურეობის ქვეშ ბრწყინვალე განათლებას იღებდნენ. როგორც ჩანს ქალიშვილებს შორის სტანისლავს განსაკუთრებულად ანა, ხოლო კატარინას კი მარია უყვარდა.
1709 წელს სტანისლავი ტახტიდან ჩამოაგდეს და ოჯახთან ერთად შვედეთში გადასახლდა, სამი წლის შემდეგ კი საღვთო რომის იმპერიაში კერძოდ ცვაიბრიუკენში დასახლდა, სადაც დიდხანს ცხოვრობდნენ. სწორედ აქ, 1717 წლის 20 ივნისს, 18 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა ანა ლეშჩინსკა. იგი სიკვდილის წინ საშინლად იტანჯებოდა, რის გამოც ტკივილის შესამსუბუქებლად მამამისის ბრძანებით ექიმებმა ანას სიკვდილი დააჩქარეს.
მისმა გარდაცვალებამ ლეშჩინსკების ოჯახი გაანადგურა. მისი გარდაცვალება განსაკუთრებულად სტანისლავმა განიცადა. მოგვიანებით მისი და ცოლად საფრანგეთის მეფე ლუი XV–ს გაჰყვა, რომელთანაც ათი შვილი შეეძინა, მეორე ქალიშვილს კი დის ხსოვნის პატივსაცემად ანა დაარქვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Edmund Cieślak, Stanisław Leszczyński, pp. 45-46, Zakład Narodowy im. Ossolińskich, Warsaw 1994.
- Sarah Coffin, Bodo Hofstetter Portrait Miniatures in Enamel : The Gilbert Collection, p. 87, Philip Wilson, London 2000.
- André Rossinot, Emmanuel Haymann, Stanislas, le roi philosophe, p. 93, Michel Lafon, Paris 2004.
- Bożena Krzywobłocka, Wielkopolskie damy (Great Polish Ladies), p. 123, Krajowa Agencja Wydawnicza, Poznan 1986.
- Żychliński, Teodor (1882). Złota księga szlachty polskiéj: Rocznik IVty (in Polish). Jarosław Leitgeber. p. 1. Retrieved 1 August 2018.