ამონიუმის ქლორიდი
იერსახე
ამონიუმის ქლორიდი | |
ზოგადი | |
---|---|
ქიმიური ფორმულა | NH4Cl |
მოლური მასა | 53.49 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.519 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
მოლური თბოტევადობა (სტ. პირ.) | 84.1 [1] ჯ/(მ·კ) |
წარმოქმნის ენტალპია (სტ. პირ.) | 94.56 [1] კჯ/მოლი |
ქიმიური თვისებები | |
pKa | 9.24 |
ხსნადობა ნივთიერებაში ეთანოლი | 6 (19 °C)[1] გ/100 მლ |
ამონიუმის ქლორიდი — არაორგანული ნივთიერება ქიმიური ფორმულით NH4Cl. არის თეთრი, კრისტალური მარილი, რომელიც წყალში ძალიან კარგად იხსნება. ძირითადად გამოიყენება როგორც სასუქი და არომატიზატორი ზოგიერთ ლიქიორში. ამონიუმის ქლორიდი მიიღება ქლორწყალბადმჟავისა და ამიაკის ურთიერთქმედებით.
წარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამონიუმის ქლორიდი არის პროდუქტი „ამიაკ-სოდა პროცესის“ რეაქციისა, რომლითაც იღებენ ნატრიუმის კარბონატს:[2]
- CO2 + 2 NH3 + 2 NaCl + H2O → 2 NH4Cl + Na2CO3
გარდა იმისა, რომ ეს ამონიუმის ქლორიდის წარმოების ძირითადი მეთოდია, ეს მეთოდი გამოიყენება ზოგიერთ სამრეწველო ოპერაციაში ამიაკისგან განსათავისუფლებლად.
- ამონიუმის ქლორიდი ასევე მიიღება ამიაკის წყალბადის ქლორიდთან (აირი) ან ქლორწყალბადმჟავასთან(წყალხსნარი) რეაქციისას:[2]
- NH3 + HCl → NH4Cl
- ამონიუმის ქლორიდი ბუნებრივი სახით გავრცელებულია ვულკანურ რეგიონებში, ფორმირდება ვულკანურ ქვებში ფუმაროლებთან ახლოს. მისი მოლეკულები აირად ფაზაში დიდხანს ვერ არსებობენ, რადგან ისინი მარტივად იხსნებიან წყალში[3].
რეაქციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამონიუმის ქლორიდი გაცხელებით იშლება ამიაკად და წყალბადის ქლორიდად:[2]
- NH4Cl → NH3 + HCl
- ამონიუმის ქლორიდი ურთიერთქმედებს ძლიერ ტუტეებთან როგორიცაა ნატრიუმის ჰიდროქსიდი და მიიღება აირადი ამიაკი.
- 2 NH4Cl + Na2CO3 → 2 NaCl + CO2 + H2O + 2 NH3
- ამონიუმის ქლორიდი მაღალ ტემპერატურაზე რეაქციაში შედის ტუტე ლითონების კარბონატებთან, მიიღება ამიაკი და ტუტე ლითონის ქლორიდი
- 2 NH4Cl + Na2CO3 → 2 NaCl + CO2 + H2O + 2 NH3
- ზოგიერთი ამონიუმის ქლორიდის რეაქცია სხვა ქიმიკატებთან ენდოთერმულია, როგორც ბარიუმის ჰიდროქსიდის შემთხვევაში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Pradyot, Patnaik (2003). Handbook of Inorganic Chemicals. The McGraw-Hill Companies, Inc.. ISBN 978-0-07-049439-8.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Wiberg, Egon; Wiberg, Nils (2001) Inorganic Chemistry, illustrated, Academic Press, გვ. 614. ISBN 978-0-12-352651-9.
- ↑ Rowley, Steven P. (2011). General Chemistry I Laboratory Manual, Second, Kendall Hunt. ISBN 978-0-7575-8942-3.
- ↑ Bothara, K. G. (2008). Inorganic Pharmaceutical Chemistry. Pragati Books Pvt. Ltd., გვ. 13–. ISBN 978-81-85790-05-3.