შინაარსზე გადასვლა

ამერიკული ზღაპრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ამერიკული ზღაპრები“

წიგნის ყდა
ავტორი დათო ტურაშვილი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი რომანი
გამომცემელი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის თარიღი 2010
გვერდი 173
ISBN 978-9941-15-255-9

ამერიკული ზღაპრები“ — დათო ტურაშვილის რომანი. გამოიცა 2010 წელს.[1] იგი მწერლის რიგით მეთორმეტე წიგნია, რომელშიც მოთხრობილია საერთაშორისო ლიტერატურული პროგრამით, ამერიკაში გატარებული ასი დღის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ძირითადად დოკუმენტურ მასალაზეა აგებული, მასში მრავლადაა მოთხრობილი ამბები, რომლებიც ავტორის ფანტაზიის ნაყოფია.

„ამერიკული ზღაპრები“ მცირე რომანია, რომელიც 16 ქვეთავისაგან შედგება. ეს არის ისოტორია ქართველი ახალგაზრდა მწერლისა, რომელიც 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენის ნაცვლად, სპეციალური პროგრამით მიდის ამერიკაში , ქვეყანაში სადაც ზღაპარსა და რეალობას შორის ზღვარი თითქმის არ არსებობს. იმ 100 დღის განმავლობაში, რაც ნაწარმოების მთავარმა გმირმა ამერიკაში გაატარა, მოასწრო ეპოვნა ძველი შეყვარებულის ყოფილი საცხოვრებელი, შეხვედროდა და ესაუბრა ამერიკელ მწერალთან — კურტ ვონეგუტთან, წაეკითხა ლექცია საქართველოსა და ქართულ კულტურაზე ამერიკელთათვის და არა მარტო მათთვის, შესწრებოდა 11 სექტემბრის მოვლენებს, შემთხვევით შეხვედროდა ამერიკული გარეგნობის ქართული წარმომავლობის გოგონას, ემოგზაურა ჩიკაგოში (თვითონ ავტორი მას მოიხსენიებს, როგორც „შიქეიგოუ“) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შეხვედროდა, გაეცნო და შეყვარებოდა ამერიკელი მუსიკოსი პიეტა ბრაუნი.[2] რომანში სწორედ ეს მოვლენებია გადმოცემული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]