ამარინკევსი
იერსახე
ამარინკევსი (ძვ. ბერძნ. Amarinkeus) — ონესიმაქეს ძე, ეპრის მეფე, ავგეასის თანამებრძოლი და ტახტის მოზიარე. ეს პატივი იმისთვის მიიღო, რომ ჰერაკლესთან ბრძოლაში დაეხმარა. მისი მამაცი ვაჟი დიორესი ბერძნებს 12 გემით მიეშველა და ილიონის კედლებთან ქვით მოკლა თრაკიელმა პეიროოსმა, იმბრასოს ძემ. მის სამარეზე გამართულ ასპარეზობაზე პილოსელი ნესტორი მონაწილეობდა და დამარცხდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გელოვანი აკ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 46, თბ., 1983