ასპარეზობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასპარეზობა — ძველ საქართველოში ცხენოსნობა ზოგადი მნიშვნელობით; საბას განმარტებით „მოასპარეზობაჲ არს მჴედართა მიერ ანძათა ისრისა სრევა, ბურთთა ყვანჭსა ცემა, საგანთა სროლა და ეგევითარნი“, მოასპარეზეს კი იგი ასპარეზობაში „წურთილს“ დახელოვნებულს უწოდებს.

ასპარეზობის სახეებიდან საქართველოში გავრცელებული იყო საკუთრივ ცხენოსნობა (დგენა, დოღი, მარულა, ცხენნი, ჯირითი, თარჩია), ბურთაობა (ჩოგანბურთი, გადრი, რადი), საგანთსროლა (ყაბახი, აშფაშაგი), ჩალისობა და სხვა შეჯიბრი, რაც ცხენთან, ცხენოსნობასთან იყო დაკავშირებული. ასპარეზობა ნადირობასთან ერთად ფიზიკურ აღზრდის მთავარ საშუალებას წარმოადგენდა. თანამედროვე გაგებით ასპარეზობა ყოველგვარი სპორტის შეჯიბრებაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]