ალფამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უბანი
ალფამა
ქვეყანა პორტუგალიის დროშა პორტუგალია
რეგიონი ლისაბონი
ქალაქი ლისაბონი
კოორდინატები 38°42′44″ ჩ. გ. 09°07′48″ დ. გ. / 38.71222° ჩ. გ. 9.13000° დ. გ. / 38.71222; -9.13000
ალფამა — პორტუგალია
ალფამა

ალფამა (პორტ. Alfama) - ლისაბონის უძველესი უბანი და ფრეგესია, რომელიც მდებარეობს ბორცვზე სან-ჟორჟეს ციხესა და მდინარე ტეჟუს შორის. უბანში მრავლადაა ისტორიული ძეგლები, ასევე ფადოს ბარები და რესტორნები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უბნის სახელი მომდინარეობს არაბული სიტყვიდან Al-Hammma, რომელიც ნიშნავს თბილ წყაროებს ან აბანოებს.[1] მავრების ბატონობისას მთელი ლისაბონის საზღვრები ალფამას არ სცდებოდა. მავრების ბატონობის დასრულების შემდეგ ალფამაში დასახლდნენ ხელოსნები და ვაჭრები. ქალაქი XVI საუკუნეში დასავლეთით გაფართოვდა და ბაიშა შეიერთა. ქალაქის მდიდარი მოსახლეობა აჰყვა ტენდენციას და დაიწყო მიგრაცია დასავლეთით, ბელენის, ეშტორილისა და კაშკაიშისკენ. ამან უბნის დაკნინება გამიწვია, ალფამაში ძირითადად ღარიბი მოსახლეობა და მეთევზეები დარჩა. ის დღემდე რჩება ღარიბთა უბნად. ალფამა ლისაბონის დიდ მიწისძვრას არ დაუნგრევია. ამიტომ უბანმა შეინარჩუნა შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ურბანული გარემო: ვიწრო ქუჩები, ქუჩა-კიბეები და პატარა მოედნები. პორტუგალიაში დიქტატურის დასასრულს უბანში არსებული ძველი სახლების რესტავრაცია მოხდა. ამის შემდეგ ალფამა იქცა გასტრონომიული ტურიზმის უბნად, სადაც თავმოყრილია რესტორნები და ბარები, რომლებშიც ასრულებენ ფადოს - ტიპურ პორტუგალიურ მელანქოლიურ მუსიკას.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფამას ზემოდან დასცქერის სან-ჟორჟეს ციხე, შუა საუკუნეებში აგებული ციხე-სიმაგრე, რომელიც XVI საუკუნის დასაწყისამდე სამეფო რეზიდენციას წარმოადგენდა. ციხიდან ქალაქის საუკეთესო ხედები ჩანს. ალფამაში რამდენიმე ტერასაა, საიდანაც ასევე ლისაბონის ხედები ჩანს. მათ შორის ტურიტებისთვის პოპულარული ადგილია „სანტა-ლუსია", რომელიც მდებარეობს ამავე სახელწოდების ეკლესიის გვერდით და მავრების დროინდელი ქალაქის გალავნის ზემოთ. სანტა-ლუსიასთან ახლოს მდებარეობს დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი, XVII საუკუნის შენობა გამორჩეული ინტერიერით.

ალფამას ტერიტორიაზე დგას XII-XIV საუკუნეების ლისაბონის კათედრალი, რომელიც ლისაბონის უძველესი ტაძარია. აქვეა სან-ვისენტე და ფორას მონასტერი (XVI-XVIII სს.), სადაც დაკრძალულნი არიან ბრაგანსას დინასტიის მეფეები. ალფამაშია ბაროკოს არქიტექტურით ნაგები პორტუგალიის ეროვნული პანთეონი (XVII ს.), რომელიც ადრე წმინდა იგნაციუსის ტაძარს წარმოადგენდა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Португалия". გამომცემლობა. „Вокруг Света". 2009