მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალკუნი (ლათ. Alcedo) — ფრინველთა გვარი ალკუნისებრთა ოჯახისა. მოიცავს 7 (ან 15–17) სახეობას. მცირე ზომის კაშკაშა ფერის ფრინველები არიან. ახასიათებთ სწორი მახვილი ნისკარტი და მოკლე კუდი. ბინადრობენ წყალსატევებთან ახლოს. იკვებებიან თევზით, კიბოსნაირებითა და წყლის მწერებით. გავრცელებულნი არიან აფრიკაში, ევროპაში, სამხრეთ აზიაში, ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და სოლომონის კუნძულებზე. საქართველოში გვხვდება ცისფერი ალკუნი (იგივე ჩვეულებრივი ალკუნი).[1]
- Fry, C. Hilary; Fry, Kathie; Harris, Alan (1992). Kingfishers, Bee-eaters, and Rollers. London: Christopher Helm. ISBN 978-0-7136-8028-7.