შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ჭეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭეიშვილი.

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჭეიშვილი (დ. 17 მარტი, 1903, ასკანა, ოზურგეთის მაზრა ― გ. 1962) — ქართველი კრიტიკოსი, მწერალი.

1917-1923 წლებში იყო სოციალისტ-ფედერალისტების წევრი. 1922-1923 წლებში მუშაობდა გაზეთ „ტრიბუნის“ კორექტორად. 1924-1926 წლებში ასწავლიდა გაერთიანებულ სამხედრო სკოლაში. 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, იქვე გაიარა ასპირანტურა. 1926-1945 წლებში მუშაობდა თსუ-ში, 1929 წლიდან აქვეყნებდა კრიტიკულ ნაშრომებს. 1930-1932 წლებში მივლინებით მუშაობდა ბერლინის უნივერსიტეტში. 1936 წლიდან გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 1941-1949 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. ავტორია რომანისა და მოთხრობებისა.