ალექსანდრე პაპიტაშვილი
ალექსანდრე პაპიტაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 ოქტომბერი, 1949 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ალექსანდრე პაპიტაშვილი (დ. 20 ოქტომბერი, 1949, ორჯონიკიძე (ჩრდილოეთი ოსეთი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1973 წელს იყო მცხეთის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1973-1977 წლებში მოსკოვის მეან-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის კლინიკური ორდინატორი და ასპირანტი; 1978-1984 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი; 1984-1990 წლებში ასისტენტი, 1990 წლიდან დოცენტი. ავტორია 105 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სამშობიარო მოქმედების რეგულირებას, ნაყოფის მდგომარეობის დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და ულტრაბგერით დიაგნოსტიკას. 1991 წელს რუსულ ენაზე გამოსცა მონოგრაფია: „Ультразвуковая диагностика в акушерстве и гинекологии“ (გამომცემლობა „საქართველო“, 1997).
საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1976 წელს „მშობიარობის რეგულაცია და გაუტკივარება ელექტროანალგეზიის გამოყენებით“.
ორგანიზაციის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის დარგში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ასოციაცია, პრეზიდენტი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკრაინის დავიდენკოვების სახელობის პრემია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 232