ალექსანდრე პაპიტაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე პაპიტაშვილი
დაბადების თარიღი 20 ოქტომბერი, 1949 (1949-10-20) (74 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ალექსანდრე პაპიტაშვილი (დ. 20 ოქტომბერი, 1949, ორჯონიკიძე (ჩრდილოეთი ოსეთი)ქართველი ექიმი, მეცნიერი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1973 წელს იყო მცხეთის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1973-1977 წლებში მოსკოვის მეან-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის კლინიკური ორდინატორი და ასპირანტი; 1978-1984 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი; 1984-1990 წლებში ასისტენტი, 1990 წლიდან დოცენტი. ავტორია 105 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სამშობიარო მოქმედების რეგულირებას, ნაყოფის მდგომარეობის დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და ულტრაბგერით დიაგნოსტიკას. 1991 წელს რუსულ ენაზე გამოსცა მონოგრაფია: „Ультразвуковая диагностика в акушерстве и гинекологии“ (გამომცემლობა „საქართველო“, 1997).

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1976 წელს „მშობიარობის რეგულაცია და გაუტკივარება ელექტროანალგეზიის გამოყენებით“.

ორგანიზაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის დარგში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ასოციაცია, პრეზიდენტი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უკრაინის დავიდენკოვების სახელობის პრემია

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 232

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]