შინაარსზე გადასვლა

ალ-ღაიბი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალ-ღაიბი — არაბული გამოთქმა, რომელიც გამოიყენება იმის გადმოსაცემად, რომ არსებობს რაღაც ადამიანთაგან დაფარული (უხილავი). ის მნიშვნელოვანი ცნებაა ისლამში, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ღვთაებრივის სფეროს, მათ შორის ანგელოზებს, სამოთხესა და ჯოჯოხეთს, არამედ მომავალ მოვლენებსაც, რაც მხოლოდ ღმერთმა იცის.[1]

მაგალითები ისლამურ ტექსტებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურანის თქმით ადამიანს არ შეუძლია დაინახოს ღმერთი.

…قَالَ أَلَمْ أَقُل لَّكُمْ إِنِّي أَعْلَمُ غَيْبَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَأَعْلَمُ مَا تُبْدُونَ وَمَا كُنتُمْ تَكْتُمُونَ


უთხრა: „ჰეი, ადამ, ამცნე მათ ამათი სახელები! “ და როცა ამცნო ანგელოზებს იმათი სახელები, თქვა: „განა არ მითქვამს თქვენთვის, რომ ვუწყი დაფარულს ცითა და ქვეყნისას და ვუწყი რასაც ამჟღავნებთ და მალავთ?“ (2:33)

قُلْ لَا أَقُولُ لَكُمْ عِنْدِي خَزَائِنُ اللَّهِ وَلَا أَعْلَمُ الْغَيْبَ وَلَا أَقُولُ لَكُمْ إِنِّي مَلَكٌ ۖ إِنْ أَتَّبِعُ إِلَّا مَا يُوحَىٰ إِلَيَّ ۚ قُلْ هَلْ يَسْتَوِي الْأَعْمَىٰ وَالْبَصِيرُ ۚ أَفَلَا تَتَفَكَّرُونَ (۵۰)


უთხარი შენ: „მე არ გეუბნები, ჩემთანაა ალლაჰის საუნჯენი და არც იმას, რომ ვუწყი უხილავს; და მე არ გეუბნებით, ანგელოზი ვარ. მე მხოლოდ იმას მივყვები, რაც ზემომევლინა.“ უთხარი შენ: „განა თანასწორია ბრმა და მხედველი ? ნუთუ არ დაფიქრდებით?“ (6:50)

وَعِندَهُ مَفَاتِحُ الْغَيْبِ لَا يَعْلَمُهَا إِلَّا هُوَ ۚ وَيَعْلَمُ مَا فِي الْبَرِّ وَالْبَحْرِ ۚ وَمَا تَسْقُطُ مِن وَرَقَةٍ إِلَّا يَعْلَمُهَا وَلَا حَبَّةٍ فِي ظُلُمَاتِ الْأَرْضِ وَلَا رَطْبٍ وَلَا يَابِسٍ إِلَّا فِي كِتَابٍ مُّبِينٍ


და მისთანაა გასაღებნი დაფარულისა , არავინ უწყის მის გარდა. და იცის, რაც ხმელეთზეა და ზღვაში. ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდება მისი ცოდნის გარეშე, და არცა მარცვალი ნედლი და ხმელი მიწის წყვდიადში, რომ არ იყოს ცხად წიგნში. (6:59)

  1. Guessoum, Nidhal (June 2008). „ThE QUR'AN, SCIENCE, AND THE (RELATED)CONTEMPORARY MUSLIM DISCOURSE“. Zygon. 43 (2): 413. doi:10.1111/j.1467-9744.2008.00925.x. ISSN 0591-2385. ციტირების თარიღი: 15 April 2019.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალ-ღაიბი“-დან