შინაარსზე გადასვლა

აკადემია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაფაელის პლატონის პორტრეტი გამოსახული ათენის სკოლის ფრესკაზე

აკადემია უმაღლესი სასწავლებლის აღმნიშვნელი ტერმინია, რომელიც მომდინარეობს პლატონის მიერ დაფუძნებული ფილოსოფიის სკოლიდან, ათენში, დაახლოებით ძვ. წ. 385 წელს.

სანამ აკადემია სკოლა გახდებოდა ის ძველი ათენის კედლებს გარეთ არსებული ზეთისხილის ბაღი იყო - წმინდა ადგილი ათენელთათვის. ამ ადგილის არქაული სახელი იყო ჰეკადემია, რომელიც კლასიკურ ხანაში აკადემია-დ გარდაიქმნა დაახ. ძვ. წ. VI საუკუნეში, დაუკავშირდა რა ეპიკურ ათენელ გმირს, ლეგენდარულ აკადემოსს.

აკადემიის ბაღი ქალღმერთ ათინასა და სხვა უკვდავთათვის მიძღვნილი წმინდა ადგილი იყო; ეს ასევე იყო ადგილი ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული რელიგიური კულტისა, რომელსაც გმირ-ღმერთებს დიოსკურელებს უკავშირებენ. დიოსკურთან ასოციაციის გამო სპარტანელები „აკადემიის ბაღს“ ხელუხლებელს ტოვებდნენ ატიკაზე შემოსევების დროს, განსხვავებით რომაელი სულასგან, რომელმაც ძვ. წ. 86 წელს ერთიანად გაჩეხა წმინდა ხეთისხილის ხეები ნაღმსატყორცნების ასაგებად.

  • A. Leight DeNeef and Craufurd D. Goodwin, eds. The Academic's Handbook. 2nd ed. Durham and London: Duke University Press, 1995.
  • Christopher J. Lucas and John W. Murry, Jr. New Faculty A practical Guide for Academic Beginners. New York: Modern Language Association, 1992.
  • John A. Goldsmith, John Komlosk and Penny Schine Gold. The Chicago Guide to Your Academic Career. Chicago: University of Chicago Press, 2002.
  • William Germano. Getting it Published: A Guide for Scholars (And Anyone Else)Serious about Serious Books. Chicago: University of Chicago Press, 2001.
  • Kemp, Roger L. "Town and Gown Relations: A Handbook of Best Practices," McFarland and Company, Inc., Jefferson, North Carolina, USA, and London, England, UK (2013). (ISBN 978-0-7864-6399-2).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკადემია“-დან