აინინა და დანინა
იერსახე
აინინა და დანინა, აჲნინა და დანანა — წარმართული ღვთაება-კერპი ან კერპები ძველ ქართლში. „ქართლის ცხოვრება“ აინინასა და დანინას კულტის შემოღებას და მცხეთაში კერპების აღმართვას ქართლის მეორე მეფეს — საურმაგს მიაწერს; „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ აინინას კულტის შემომტანად საურმაგს, დანანასას კი — მის მემკვიდრე მირიანს ასახელებს.
მეცნიერთა ვარაუდით აინინა და დანინა ერთი და იმავე ღვთაების ორი სახელის დამახინჯებული ფორმებია. ნიკო მარი მასში ძველ ირანულ ქალღმერთ ანაჰიტას და არა-ირანულ ნან-ასს ხედავდა. მიხეილ წერეთელს კი კულტის საწყის სახელად მიაჩნდა აინინა და ნინა (ნანა), რომელსაც შუმერთა იშთარს უკავშირებდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 233.
- ვაწაძე, ვ. ქალღვთაება აინინას და დანანას საკითხისათვის. «კავკასიის მაცნე» N14, 2006
- (ინგლისური) Gvelesiani, Mariam. Pagan Cults of Pre-Christian Georgia დაარქივებული 2010-03-26 საიტზე Wayback Machine. . The National Council for Eurasian and East European Research