აივენჰო
„აივენჰო“ | |
---|---|
ინგლ. Ivanhoe | |
| |
ავტორი | უოლტერ სკოტი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ისტორიული, სათავგადასავლო |
გამომცემელი | Constable & Robinson |
გამოცემის თარიღი | 1820 |
მთარგმნელი | ვახტანგ ჭელიძე |
წინამორბედი | A Legend of Montrose |
აივენჰო (ინგლ. Ivanhoe) — XIX საუკუნის შოტლანდიელი მწერლის, უოლტერ სკოტის ყველაზე ცნობილი რომანი. პირველად გამოიცა 1820 წელს. რომანი მოგვითხრობს XII საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისზე, ნორმან დამპყრობელთა მიერ შევიწროებულ საქსონელებზე.
ინგლისის ისტორიის ამ მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად, სკოტი მოგვითხრობს რომანის გმირების საოცარ თავგადასავლებზე. მეფე რიჩარდ ლომგულზე, რომელიც საკუთარ თავს მალავს და "შავი რაინდის" სახელით ებრძვის მტრებს. მათ შორის საკუთარ ძმას, ჯონსაც, რომელსაც სურს, რომ ინგლისის ტახტი დაიკავოს. რომანის მთავარი გმირი კი რიჩარდის ერთგული მსახური უილფრედ აივენჰოა. რომანში ასევე, ერთ-ერთ გმირად გვევლინება ლეგენდარული ყაჩაღი რობინ ჰუდი, თავის მეგობრებთან ერთად.
აივენჰო არის ერთ-ერთი მცირერიცხოვან საქსონელ დიდებულთაგან. იგი არის სედრიკ საქსონელის ვაჟი, თუმცა მამისადმი დაუმორჩილებლობისა და ჯვაროსნულ ლაშქრობაში მეფესთან დარჩენის გამო, უილფრედი უარყოფილია მამის მიერ. მხოლოდ ნაწარმოების ბოლოს ხდება მათი შერიგება.
უოლტერ სკოტი თავის რომანში აგრეთვე ეხება ებრაელების ცუდ მდგომარეობას იმდროინდელ ინგლისში. ნაწარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გმირია ებრაელი ისააკ იორკელი თავის ულამაზეს ქალიშვილ, რებეკასთან ერთად. იგი მევახშეა, რომელსაც იყენებენ, როცა ფული სჭირდებათ, მაგრამ შემდგომ უპატივცემულოდ ექცევიან თავისი ეროვნების გამო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აივენჰ ონლაინ ვერსია დაარქივებული 2004-10-12 საიტზე Wayback Machine.
- სრული ტექსტი დაარქივებული 2008-12-04 საიტზე Wayback Machine.
- „აივენჰო“ — Project Gutenberg-ზე