თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი | |
---|---|
დაფუძნდა | 1991 წელი |
ტიპი | კერძო |
რექტორი | ვახტანგ ლეჟავა |
პრორექტორები | ნათია სამუშია, მარინა ქარჩავა |
კანცლერი | ალექსანდრე კაჭარავა |
დეკანი | გიორგი კაციტაძე |
მისამართი | აღმაშენებლის ხეივანი 240, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი |
ქალაქი | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
ტელეფონი | +(995 32) 220-09-01 - საინფორმაციო. |
კამპუსი | 1 |
http://freeuni.edu.ge/ |
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი — საქართველოში პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, სადაც ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებს, მათ ისტორიას, კულტურას, ეკონომიკას, სამართალსა და ენებს შეისწავლიან.
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი 1991 წელს დაფუძნდა, როგორც დამოუკიდებელი სასწავლო დაწესებულება. 2007 წლიდან იგი კახა ბენდუქიძის დაფუძნებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი სკოლა გახდა ბიზნესისა (ESM) სკოლასთან ერთად. ინსტიტუტს ხელმძღვანელობს პროფესორი გიორგი კაციტაძე.
ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს ახალგაზრდულ სამეცნიერო კონფერენციას „დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი“. ტრადიციულად, კონფერენციის თანამონაწილეები არიან ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კატარის საელჩო საქართველოში, იაპონიის საელჩო საქართველოში, ჩინეთის საელჩო საქართველოში, კორეის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, საინვესტიციო კომპანია „ჰუალინგ ჯგუფი“ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი. კონფერენციის მომხსენებლები არიან საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია "დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-09. ციტირების თარიღი: 2018-12-30.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამავე პროფილის სხვა ინსტიტუტები
- თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა
- სემიტოლოგია, ისლამოლოგია, ოსმანისტიკა
- აფრიკანისტიკა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine.
- თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- რევაზ საყევარიშვილი: „თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ასე; უნიკალური პროექტი უმაღლეს განათლებაში“ (21.02.2008)
|