აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლო
აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლო | |
---|---|
აზერ. Azərbaycan Respublikasının Konstitusiya Məhkəməsi | |
შეიქმნა | 1998 წლის 14 ივლისს |
ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლო |
თავმჯდომარე | ფარჰად აბდულაიევი |
დეპუტატი თავმჯდომარე | სონა სალმანოვა |
მისამართი | 1005 ახალგაზრდობის მოედანი 1, ბაქო, აზერბაიჯანი |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
თავმჯდომარე | Fərhad Abdullayev |
http://www.constcourt.gov.az |
აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლო (აზერბაიჯანულად: Azərbaycan Respublikasının Konstitusiya Məhkəməsi) —აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომლის იურისდიქცია განსაზღვრულია აზერბაიჯანის კონსტიტუციით. საკონსტიტუციო სასამართლო იძლევა კონსტიტუციისა და კანონების ინტერპრეტაციას, რომელიც ემყარება რესპუბლიკის პრეზიდენტის, მილი მაჯისლის, მინისტრთა კაბინეტის, უზენაესი სასამართლოს, პროკურატურისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ალი მეჯლისის შუამდგომლობებს.
საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა და არ არის დამოკიდებული საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სხვა სასამართლო ორგანოებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე ორგანიზაციული, ფინანსური და სხვა თვალსაზრისებით.
ზოგადი მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანის კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფა და პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მიზნებია.[1]
აზერბაიჯანის კონსტიტუცია (მიღებულია 1995 წლის 12 ნოემბერს), სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებები (აზერბაიჯანიც მონაწილეა), კანონი ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" (მიღებულია 2003 წლის 23 დეკემბერს), სხვა კანონები და საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი, ესენი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია. [1]
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, მილი მაჯლისმა, მინისტრთა კაბინეტმა, აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ, აზერბაიჯანის პროკურატურამ, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ალი მაჯლისმა, სასამართლოებმა, ფიზიკურმა პირებმა და ომბუდსმენმა შეიძლება მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს აზერბაიჯანის კონსტიტუციის შესაბამისად.[1]
საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია განიხილოს ინდივიდუალური საჩივრები ნებისმიერი პირის მიერ, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი უფლებები და თავისუფლებები დარღვეულია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტით ან მუნიციპალიტეტის ან სასამართლოს მიერ მიღებული აქტებით.
სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკონსტიტუციო სასამართლო დაარსდა 1998 წლის 14 ივლისს. იგი დაკომპლექტებულია 9 მოსამართლისაგან, რომლებიც მილი მაჯლისმა დანიშნა რესპუბლიკის პრეზიდენტის რეკომენდაციით. მოსამართლეები ინიშნებიან 15 წლის ვადით. მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება აღარ დაინიშნოს იმავე თანამდებობაზე.
კონსტიტუციის 86, 88, 102, 103, 104, 107, 130, 153 და 154 მუხლები ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებისა და საქმიანობის პრინციპებს. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა ემყარება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის უზენაესობის, დამოუკიდებლობის, კოლეგიალურობისა და ღიაობის პრინციპებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ჰყავს კონსტიტუციური სამართლის დეპარტამენტი, ადამიანის უფლებები და ორგანიზაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის დეპარტამენტი, სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტი, იურიდიული უზრუნველყოფისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის დეპარტამენტი, მოქალაქეთა მიღების და საჩივრების დეპარტამენტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და გენერალური დეპარტამენტი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა ბატონი ფარჰად აბდულაევი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი სონა სალმანოვა.[2]
აქტიურობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის პრინციპებია შემდეგი:
უზენაესობა
დამოუკიდებლობა
კოლეგიალურობა
მტკიცებულება.[3]
საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს კანონების, გადაწყვეტილებებისა და სხვა ნორმატიული სამართლებრივი აქტების შესაბამისობას აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებთან.[4]
სახელმწიფო დროშა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი და საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ემბლემა არის საკონსტიტუციო სასამართლოს სიმბოლოები.
საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატი მოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის შესახებ დებულების შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
2018 წლის ივლისში აღინიშნა აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 20 წლისთავი.[5][6]
საერთაშორისო ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოსა და თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შორის ოქმი შეთანხმების შესახებ 10 მაისს შედგა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 About CC". The Constitutional Court of Azerbaijan Republic. Archived from the original on 6 March 2018. Retrieved 9 May 2017.
- ↑ "Composition". The Constitutional Court of Azerbaijan Republic. Archived from the original on 9 May 2017. Retrieved 9 May 2017.
- ↑ "CONSTITUTINAL COURT OF THE REPUBLIC OF AZERBAIJAN". დაარქივებული 2015-04-24 საიტზე Wayback Machine. www.supremecourt.gov.az. Retrieved 2019-03-31.
- ↑ "Constitutional Court". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-19. ციტირების თარიღი: 2020-10-19.
- ↑ "Delegation of Venice Commission to arrive in Azerbaijan". Report News Agency. Retrieved 2019-03-31.
- ↑ "20th anniversary of establishment of Azerbaijan's Constitutional Court marked". AZƏRBAYCAN24. 2018-07-13. Retrieved 2019-03-31.