შინაარსზე გადასვლა

ადრეული ევროპელი მიწათმოქმედები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადრეული ევროპელი მიწათმოქმედები (ინგლ. Early European Farmers; EEF), პირველი ევროპელი მიწათმოქმედები (FEF), ნეოლითური ევროპელი მიწათმოქმედები ან ძველი ეგეოსელი მიწათმოქმედები (ANF) — ტერმინი, რომელიც არქეოგენეტიკაში აღნიშნავს ევროპის ადრეული ნეოლითის ხანის მიწათმოქმედებისგან წარმომავლობას.

ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების წინაპრები დასავლეთის მონადირე-შემგროვებლებისგან (WHG) დაახლ. 43.000 წლის წინ, ხოლო კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისგან (CHG) დაახლ 23.000 წლის წინ გამოეყვნენ. როგორც ჩანს ძვ. წ. VII ათასწლეულში ისინი, დიდი რაოდენობით, ანატოლიიდან ბალკანეთში გადასახლდნენ, სადაც მათ სრულიად ჩაანაცვლეს დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები (WHG). ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების Y დნმ-ი ჩვეულებრივ მიეკუთვნებოდა G2a-ს, და ნაკლებად H, T, J, C1a2 და E1b1, მაშინ როცა მაშინ როცა მათი მიტოქონდრიული დნმ-ი უფრო მრავალფეროვანია. ბალკანეთში ადრეული ევროპელი მიწათმოქმედები ორ ფრთად დაიყვნენ, ერთი რომელიც დასავლეთით დაიძრა დუნაის (Linear Pottery culture) მიმართულებით ევროპაში, ან დასავლეთით ხმელთაშუაზღვისპირეთისაკენ (Cardial Ware). ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების მიერ არ იყო ათვისებული. შუა ნეოლითის ხანაში, მრავალ ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების თემში, აღინიშნება დასავლეთ მონადირე-შემგროვებლების (WHG) მამისეული წარმომავლობის მომატება, რამაც ფაქტობრივად მათ შორის მონადირე-შემგროვებელი მამისეული ჰაპლოჯგუფების სიხშირის მატება მოჰყვა.

ენეოლითსა და ადრეულ ბირნჯაოს ხანაში, ევროპის ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების კულტურები პონტურ-კასპიური სტეპიდან მიგრირებული დასავლეთის სტეპის მესაქონლეების (WSH) მიერ იქნა ძლეული, რომლებიც თავად აღმოსავლეთ მონადირე-შემგროვებლებისა (EHG) და კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების (CHG) ნარევს წარმოადგენდნენ. ამ შემოსევამ განაპიროა ევროპაში ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების Y დნმ-ის თითქმის სრული ჩანაცვლება EHG/WSH-ის Y დნმ-ით (ძირითადად R1b და R1a). მიუხედავად ამისა, ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების მიტოქონდრიული დნმ ისევ გავრცელებულია, რაც EHG/WSH მამრების და ადრეული ევროპელი მიწათმოქმედ (EEF) მდედრებთან შერევაზე მიუთითებს. დასავლეთ სტეპის მესაქონლეების ჩრდილოეთ ევროპასა და უკან ევრაზიის სტეპებში შემდგომი მიგრაციების შედეგად, ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების მიტოქონდრიული დნმ ევრაზიის სხვა ნაწილებშიც გაიფანტა.

ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების წარმომავლობა რჩება ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში ის აღწევს 60%-მდე (მაქსიმუმი 85%-ს აღწევს კუნძულ სარდინიაზე) და მცირდება ჩრდილოეთით ბალტიის ზღვის მიმართულებით, სადაც ის 30%-მდე აღწევს.

ევროპელი მონადირე-შემგროვებლები ადრეულ ევროპელ მიწათმოქმედებთან შედარებით გაცილებით მაღლები იყვნენ, და ევროპელი მონადირე-შემგროვებლების ადრეული ევროპელი მიწათმოქმედებით ჩანაცვლებამ მკვეთრად შეამცირა გენეტიკური სიმაღლე ევროპის მასშტაბით. ნეოლითის შემდგომ ფაზაში, ევროპელ მიწათმოქმედებს შორის სიმაღლემ მოიტამა, სავარაუდოდ ამის მიზეზი მონადირე-შემგროვებლებთან შერევა გახდა. გვიანი ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანაში, ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების წარმომავლობის შემდგომი შემცირება, რაც გამოწვეული იყო სტეპთან დაკავშირებული წარმომავლობის მიგრაციებთან, დაკავშირებულია სიმაღლეში მომატებასთან.[1] სამხრეთ ევროპის დიდი რაოდენობის ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების წარმომავლობა ხსნის სამხრეთ ევროპელების ჩრდილოეთ ევროპელებთან შედარებით სიდაბლის მიზეზს, რომლებიც დიდი რაოდენობით სტეპთან დაკავშირებულ წარმომავლობას ფლობენ.[2]

  1. Martiniano et al. 2017, p. 9.
  2. Mathieson et al. 2015, p. 4. "[R]esults suggest that the modern South-North gradient in height across Europe is due to both increased steppe ancestry in northern populations, and selection for decreased height in Early Neolithic migrants to southern Europe."