ადიშის მთავარანგელოზის ეკლესია (ზაგრალის უბანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადიშის მთავარანგელოზის ეკლესია (თარინგზელ) — სოფელ ადიშში ზაგრალის უბანში, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის შენაკადის — ადიშჭალის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2040 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადიში მდიდარია ისტორიული ძეგლებით. სოფელში კედლის მხატვრობით შემკული ოთხი ეკლესიაა: მაცხოვრის ეკლესია (X–XI საუკუნეები), წმინდა გიორგის (სვანურად - ჯგრაგ) ორი ეკლესია (XI - XII საუკუნეები) და მთავარანგელოზის ეკლესია (XII საუკუნე). ეკლესიები დარბაზული ტიპისაა და განვითარებული შუა საუკუნეების ხანას განეკუთვნება.

ადიშში იყო დაცული ძველი ქართული ენისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, 897 წელს კლარჯეთში, შატბერდის ლავრაში გადაწერილი ოთხთავი. აქედან წარმოდგება მისი სახელწოდებაც - ადიშის ოთხთავი. ოთხთავი ამჟამად სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება.

ადიშში ამჟამად 60-მდე ადამიანი ცხოვრობს. ადიში სვანეთის ერთ - ერთი უძველესი სოფელია. მასში შედიოდა სოფელი ზაგარიც, რომელიც 1811-2812 წლების ჟამიანობამ მოსპო.

მთავარანგელოზის ეკლესიის პრიმიტიული მხატვრობა (XII საუკუნის) ყურადღებას იპყრობს ნახატის გამომსახველობით.

ადიშის მთავარანგელოზის ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]