აბუსალათინის ზეთი
იერსახე
აბუსალათინის ზეთი (ლათ. Оleum Ricini) — გლიცერინისა და ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერი, მოყვითალო, მწებავი, უსიამოვნო გემოსი და სუსტი სუნის უშრობი ზეთი. მიიღება აბუსალათინის მარცვლებისგან[1] . უწყლო სპირტს ეთერსა და ქლოროფორმს ერევა ნებისმიერი შეფარდებით. გაცივებისას (-16 გრადუსი) სქელდება და იქცევა ლაბისებრ მასად. დნობის ტემპერატურა 313 °C, სიმკვრივე 961 გ/სმ3.[2] , გასაპვნის რიცხვი 176 - 186, იოდის რიცხვი 82 - 88. იყენებენ საპოხად, აგრეთვე საპნის, ოლიფისა, და სხვ. დასამზადებლად. გოგირდმჟავით დამუშავებულ ა. ზეთს (ე. წ. ალიზარინის ზეთი) ა.ზ-ს მედიცინაში ხმარობენ საფაღარათო საშუალებად.
სხავდასხვა ცხიმოვანი მჟავების საშუალო შემცველობა აბუსალათინის ლობიოში | |
---|---|
მჟავის სახელი | საშუალო პროცენტულობა |
რიცინოლეინმჟავა | 85–95 |
ოლეინმჟავა | 2–6 |
ლინოლეინმჟავა | 1–5 |
α-ლინოლეინმჟავა | 0.5–1 |
სტეარინმჟავა | 0.5–1 |
პალმიტინმჟავა | 0.5–1 |
დიჰიდროქსისტეარინმჟავა | 0.3–0.5 |
სხვები | 0.2– 0.5 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 47.
სქოლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Thomas, Alfred (2005). „Fats and Fatty Oils“, Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry. Weinheim: Wiley-VCH. DOI:10.1002/14356007.a10_173. ISBN 978-3527306732.
- ↑ (2003) Aldrich Handbook of Fine Chemicals and Laboratory Equipment. Sigma-Aldrich.