შინაარსზე გადასვლა

სტეარინმჟავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეარინმჟავა
სტეარინმჟავა: ქიმიური ფორმულა
სტეარინმჟავა: მოლეკულის ხედი
სტეარინმჟავა: სტრუქტურა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაოქტადეკანის მჟავა
ტრადიციული სახელწოდებასტეარინმჟავა
ქიმიური ფორმულაCH3(CH2)16 COOH
ემპირიული ფორმულაC18H36O2
მოლური მასა284,48 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე0,94 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა69,6 °C
დუღილის ტემპერატურა376,1 °C
კლასიფიკაცია
CAS 57-11-4
PubChem5281
EINECS200-313-4
SMILES
  • O=C(CCCCCCCCCCCCCCCCC)O

სტეარინმჟავა, — ალიფატური რიგის ერთფუძიანი ნაჯერი კარბომჟავა. უფერული კრისტალები, tდნ 69,6°C, tდუღ 376,1°C. ეთერში იხსნება, წყალში — არა. სტეარინმჟავა ბუნებაში გავრცელებული ერთ-ერთი უმაღლესი ცხიმოვანი მჟავაა. სტეარინმჟავას მარილებსა და ეთერებს სტეარატებს უწოდებენ. იგი მრავალი ცხიმისა და ზეთის შედგენილობაში შემავალი გლიცერიდების ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ღებულობენ სტეარინიდან წილადური დალექვით ან დისტილაციით, ოლეინმჟავათა ჰიდრირებით და სხვ.