აბუკაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბუკაი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 14°43′19″ ჩ. გ. 120°32′07″ ა. გ. / 14.7222139° ჩ. გ. 120.5354333° ა. გ. / 14.7222139; 120.5354333
ფართობი 79.72 კმ²
ცენტრის სიმაღლე 27 მეტრი
მოსახლეობა 42 984 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 47
საფოსტო ინდექსი 2114
აბუკაი — ფილიპინები
აბუკაი

აბუკაი (ოფიციალურად აბუკაის მუნიციპალიტეტი; ტაგალ. Bayan ng Abucay) ― მესამე კლასის მუნიციპალიტეტი ბატაანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 42 984 ადამიანს შეადგენს.

აბუკაი მეწილად სასოფლო-სამეურნეო და თევზის მრეწველობის მუნიციპალიტეტია. მდებარეობს ბატაანის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მანილის ყურის გასწვრივ. მუნიციპალიტეტის ფართობი 79,72 კმ²-ია. ქვეყნის დედაქალაქიდან 116 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მუნიციპალიტეტის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში ბატაანის ეროვნული პარკი მდებარეობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიპელაგის მასტაბით პირველი სტამბა აბუკაის მუნიციპალიტეტში დაარსდა. 1647 წლის 23 ივნისს ნიდერლანდელ დამპყრობლებსა და პამპანგის მკვიდრებს შორის დიდი ბრძოლა გაიმართა აბუკაის ეკლესიის მახლობლად. ბრძოლაში 200-ზე მეტი პამპანგელი დაიღუპა, მათ შორის პამპანგის ესპანელი ქალაქის მერიც, ანტონიო დე კაბრერა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბუკაის სამხრეთით ბალანგა მდებარეობს, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით ― სამალი, დასავლეთით ― მორონგი და აღმოსავლეთით ― მანილის ყურე.

ფილიპინების სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, მუნიციპალიტეტის ფართობი 79,72 კმ²-ია, რაც პროვინციის საერთო ფართობის (1372,98 კმ²) 5,81 %-ს შეადგენს. აბუკაის ტოპოგრაფია დასავლეთით ნატიბის მთის კალდერის მთიანი რელიეფიდან აღმოსავლეთისკენ სანაპირო ტერიტორიებისკენ იცვლება, მანილის ყურის გასწვრივ. ექვსი მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 37 კმ-ს შეადგენს, ნატიბის მთაზე იღებს სათავეს და დასავლეთიდან აღმოსავლეთით მიედინება.

მეორეული ტყეები მუნიციპალიტეტის დასავლეთ მთიან ნაწილს ფარავს. მეორეული ტყეები მუნიციპალიტეტის საერთო ფართობის 38 %-ს იკავეენ.

აბუკაი 9 ბარანგაის მოიცავს: ბანგკალი, კალაილაიანი (პობლასიონი), კაპიტანგანი, გაბონი, ლაონი, მაბატანგი, ომბოი, სალიანი, ვავა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის აღწერით, აბუკაის მოსახლეობა 42 984 ადამიანს შეადგენ. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 540 ადამიანი 1 კმ²-ზე. მოსახლეობის უმრავლეობას ტაგალურ ენებზე საუბრობს. მოსახლეობის ნაწილი კაპამპანგანის დიალექტზეც საუბრობს, ძირითადად მაბატანგის ბარანგაიში.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბუკაის ეკონომიკის წამყვანი დარგები სოფლის მეურნება და თევზის მრეწველობაა. მანილის ყურის გასწვრივ არსებული თევზის გუბურების ფართობი 1521 ჰექტარს მოიცავს, რომელთაგანაც 319 ჰექტარი ინტენსიურად გამოიყენება. დანარჩენი არ ფუნქციონირებს, თუმცა გამოყენებისთვის მზადაა. სათევზაო გუბურები მდიდარია კომერციული სახეობებით, როგორებიცაა: ჰანოსი, ტილაპია, კრევეტები და პლა-პლა.

აბუკაის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ბრინჯი, სიმინდი, ბოსტნეული და ხილი, ისევე, როგორც ბამბუკი. ვალის ტამბო ადგილობრივი წარმოების ცოცხია, რომელსაც ძირითადად ბაგიოში ყიდიან.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალური მთავრობა მუნიციპალურ მერიაშია განთავსებული. ესპანური კოლონიური ხანის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორი იყო, რომელიც ქალაქის მერიას ხელმძღვანელობდა.

ამერიკული მმართველობის პერიოდში (1898-1946), არჩეული მერისა და ადგილობრივი მოხელეების ოფისები მუნიციპალურ მერიაში იყო განთავსებული. აღმასრულებელი და საკანონმდებლო განყოფილებების ფუნქციებს მუნიციპალური საბჭო (Sangguniang Bayan) და მუნიციპალური სასამართლო ახორციელებენ, შესაბამისად. 2021 წლისთვის აბუკაის მერია ლიბერატო პ. სანტიაგო, ხოლო ვიცე-მერი ― კრისტინე გ. დელა ფუენტე. აბუკაის მუნიციპალური საბჭო 8 წევრისგან შედგება, რომელთაც ვიცე-მერი ხელმძღვანელობს.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბუკაის ტერიტორიაზე პირველი ეკლესია 1587 წელს დააარსეს დომინიკელთა ორდენის მისიონერებმა დააარსეს. აბუკაის მონასტერი ფილიპინების მასშტაბით ერთ-ერთი უძველესი ტაძარია. ამჟამინდელი ტაძარი 1600-იანი წლების დასაწყისში აშენდა, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. ტაძარი 1852 წლის 16 სექტემბერს მომხდარმა მიწისძვრამ ძლიერ დააზიანა და კიდევ ერთხელ დაზიანდა 1870 წლის ხანძრის დროს. ტაძარი ხელახლა მამა ხოსე დიეგო პალაესმა აღადგინა.

ტაძარში დღემდე შემონახულია 1839 და 1859 წლებში გადაცემული ზარები. აბუკაის ხუთი ზარი 1978 წლის 17 იანვარს აღადგინეს სუბიკის ყურეში, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე.

წმინდა დომინიკ დე გუსმანის სამრევლოში 19 501 კათოლიკეა. ტაძრის მფარველი წმინდანი დომინიკ დე გუსმანია, ხოლო ხსენების დღე 8 აგვისტოა. ტაძარი ბალანგის რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქიას მიეკუთვნება.

სხვა ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბუკაის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორის აღსანიშნავია: ტომას პინპინის ძეგლი ― მდებარეობს იბაიოს ბარანგაიში. ძეგლი ტომას პინპინის სახელობის დაწყებითი სკოლის ცენტრში დგას; პასუკულანის ჩანჩქერი ― მდებარეობს აბუკაის დასავლეთ ნაწილში, ნატიბის მთის ხეობაში; სიბულის წყაროები ― ბუნებრივი წყარო, რომელიც აბუკაის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და კუნთების სამკურნალოდ გამოიყენება, და სხვ.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბუკაის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს: ბატაანის ნახევარკუნძულის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბუკაის კამპუსი, ყოფილი ბატაანის ეროვნული სასოფლო-სამეურნეო სკოლა, რომელიც ამჟამად ბატაანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილს წარმოადგენს; სან ხუან დე ლეტრანის კოლეჯის აბუკაის კამპუსი, რომელიც დომინიკელთა ბორცვზე, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 8 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს, ნატიბის მთის კალთაზე, ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლეზე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]