შინაარსზე გადასვლა

აბრაკადაბრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბრაკადაბრა (ლათ. abracadabra) არის:

  • უაზრო სიტყვა, რომელსაც იყენებდნენ წარმართულ ლოცვებში და აწერდნენ ამულეტებზე; ძველი ებრაელებისა და ბერძნების რწმენით მაგიური ძალა ჰქონდა.
  • უაზრი სიტყვები, აბდაუბდა.

ეს სიტყვა ამჟამად ფართოდ გამოიყენება, როგორც ინკანტაცია სცენური მაგების მიერ. თუმცა უძველეს დროში ამ სიტყვას გაცილებით უფრო სერიოზულად ეკიდებოდნენ სულების გამოძახებისას და/ან ავადმყოფის ცხელების ან სხვა მძიმე სენისგან განსაკურნავად. პირველი დოკუმენტური ხსენება ამ სიტყვისა არსებობს II საუკუნეში რომის იმპერატორი კარაკალას ექიმი სერენუს სამონიკუსის პოემაში De Medicina Praecepta, რომელმაც ავადმყოფს გამოუწერა ამულეტის ტარება, რომელზეც ეს სიტყვა ამგვარად ეწერა:

A B R A C A D A B R A
A B R A C A D A B R
A B R A C A D A B
A B R A C A D A
A B R A C A D
A B R A C A
A B R A C
A B R A
A B R
A B
A

ამგვარად, მისი ახსნით, სულის გავლენა პაციენტის ავადმყოფობაზე მცირდებოდა. სერენუს სამონიკუსის სამედიცინო სწავლებებს მისდევდნენ სხვა რომაელი იმპერატორებიც, მათ შორის პუბლიუს სეპტიმიუს გეტა და ალექსანდრე სვერუსი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]