აბიდოსის ბრძოლა
აბიდოსის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
პელოპონესის ომის ნაწილი | |||
თარიღი | ძვ. წ. 411 | ||
მდებარეობა | აბიდოსი (ჰელესპონტი) | ||
შედეგი | ათენელთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
აბიდოსის ბრძოლა — საზღვაო ბრძოლა, რომელიც მოხდა ძვ. წ. 411 წელს პელოპონესის ომის დროს ათენელთა და სპარტანელთა ფლოტებს შორის. იგი დასრულდა ათენელთა გამარჯვებით ალკიბიადესის მეთაურობით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ. წ. 411 წლის ლაშქრობის დროს პელოპონესის ომის მონაწილეებმა დაიწყეს ბრძოლა ჰელესპონტისთვის. 73 გემისგან შემდგარი პელოპონესის ფლოტი, რომელსაც მეთაურობდა სპარტანელი ნავარქი მინდარი, დატოვა მილეტუსი და გაემართა ჰელესპონტისკენ, სადაც უკვე შედიოდა 16 პელოპონესის ხომალდი, რომლებმაც გაანადგურეს თრაკიის ქერსონესი. ათენელმა სარდალმა თრასილუსმა, როდესაც შეიტყო მინდარის გამგზავრების შესახებ გაჰყვა მის გზას სამოსიდან 55 ტრირემით. ლესბოსში თრასილუსს შეუერთდა თრასიბულუსი თავისი ხომალდებით, რის შემდეგაც ათენელებს ჰქონდათ 76 ხომალდი მინდორუსის 86 ტრირემის წინააღმდეგ. კინოსემასთან ბრძოლაში ათენელებმა გაიმარჯვეს და პელოპონესელებმა უკან დაიხიეს აბიდოსში და დაკარგეს 21 ხომალდი.
სექტემბერში მინდარმა გააცნობიერა, რომ გადამწყვეტი ბრძოლისთვის საჭირო იყო ყველა ძალის შეკრება. დაახლოებით იმავე დროს, ათენელი სტრატეგი ალკიბიადე სპარსეთიდან გადასახლებიდან სამოსში დაბრუნდა, სადაც ათენის ფლოტი იყო დაფუძნებული.
ნოემბერში სირაკუზანის გემებმა დორიუსის მეთაურობით დატოვეს როდოსი, გაიარეს სამოსი და შევიდნენ ჰელესპონტში. სესტაში განლაგებულმა ათენელებმა, რომ შეიტყვეს ამის შესახებ, ცდილობდნენ დორიუსი ბრძოლაში ჩაეთრიათ, მაგრამ მან სატრაპ ფარნაბაზის მფარველობით დარდანოსში უკან დაიხია და იქიდან ამბავი გაუგზავნა მინდარს. მინდარი 84 ხომალდზე აბიდოსიდან დარდანოსში წავიდა.
მას შემდეგ რაც მინდარი შეუერთდა სამხედრო გამაგრებას მის განკარგულებაში იყო 97 ხომალდი. სპარტანული ფლოტი საბრძოლველად განლაგდა ჰელესპონტის აზიის სანაპიროზე. მარჯვენა ფლანგს მინდარი მეთაურობდა, ხოლო მარცხნივ დორიუსი. ათენელები მათ საპირისპიროდ გამოდგნენ: თრასიბულოსი მეთაურობდა მარჯვენა ფლანგს, თრასილუსი კი მარცხენას.
ბრძოლა დილით მეთაურთა ზარებით დაიწყო. გემების კაპიტანები ცდილობდნენ მტრის გემების ჩაძირვას. საზღვაო ქვეითები ბრძოლას შეუერთდნენ. საღამოსთვის ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. ათენელთა დასახმარებლად სამოსიდან 18 ტრირემით ალკიბიადე ჩამოვიდა და ჩაება ბრძოლაში.
თავიდან ორივე მხარე თვლიდა, რომ გამაგრება ორივესთან მიდიოდა, მაგრამ როცა ალკიბიადე ბრძოლის ველს მიუახლოვდა თუ არა წითელი დროშა აღმართა, რაც ათენელებისთვის მინიშნებას ნიშნავდა. ამის შემდეგ ბრძოლაში გარდამტეხი მომენტი დადგა. ანტიკური ისტორიკოსები წერენ ალკიბიადესის შემთხვევით ჩამოსვლაზე, მაგრამ მკვლევარი დონალდ კაგანი თვლის, რომ ეს წინასწარ იყო დაგეგმილი[1].
ალკიბიადესის მოსვლის შემდეგ სპარტანული ფლოტი სპარსელების მფარველობით უკან დაიხია. მძიმე დანაკარგებიც განიცადა. მეთაურები იძულებულნი გახდნენ ეკიპაჟები დაეშვათ სანაპიროზე და გემები გამოეყენებინათ თავდაცვისთვის. მხოლოდ ფარნაბაზის კავალერიამ, ქვეითმა ჯარმა და დაბნელებამ გადაარჩინა სპარტანელები. ბრძოლის შედეგად ათენელებმა დაიპყრეს 30 სპარტანული ხომალდი და დააბრუნეს 15 საკუთარი, რომელიც სპარტანელებმა კინოსემში ჩამოართვეს მათ.
ღამით მინდარი უკან დაიხია აბიდოსში, ათენელები კი სესტში გადავიდნენ. ჰელესპონტზე კონტროლი ათენელებს დარჩათ. ალკიბიადემ გადაწყვიტა ეამაყა თავისი წარმატებებით ტისაფერნესის წინაშე და მივიდა მასთან ერთი ტრირემით და თან წაიღო საჩუქრები. თუმცა, ტისაფერნესმა, სპარტასთან შეთანხმებების დარღვევის გამო ის სარდისის ციხეში ჩასვა. ერთი თვის შემდეგ ალკიბიადემ მოახერხა კლაზომენში გაქცევა, შემდეგ კი ის დაბრუნდა ათენის ფლოტზე, საიდანაც იწყება მისი დიდი სამხედრო გამარჯვებები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ПЕЛОПОННЕ́ССКАЯ ВОЙНА́
- Battle of Abydos, 411 BC
- Плутарх. Сравнительные жизнеописания. Алкивиад.
- Алкивиад
- Фукидид. История
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kagan D. The Fall of the Athenian Empire. — N. Y. — Ithaca : Cornell University Press, 1987. — ISBN 0-8014-1935-2. გვ. 231
|