ნიკიას ზავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკიას ზავი — სამშვიდობო ხელშეკრულება სპარტას და ათენს შორის. ზავის შედეგად დასრულდა პელოპონესის ომის პირველი ეტაპი - არქიდამეს ომი.

ძვ. წ. 421 წლისათვის ორივე მებრძოლმა მხარემ (დელოსის კავშირი და პელოპონესის კავშირი) ამოწურა თავისი ძალები დამქანცველ ათწლიან ომში. ორივე კავშირი გამარჯვების მოლოდინში დამარცხებებს ითმენდა, მაგრამ ძირეული გარდატეხა ომში, რომელშიც დაუძლურდა ორივე მხარე, არ მომხდარა. ამფიპოლისის ბრძოლაში ომის მომხრეების, ათენელი კლეონისა და სპარტელი ბრასიდას სიკვდილმა ორივე პოლისში მშვიდობის მომხრეთა გავლენა გააძლიერა.

სამშვიდობო ზავის ინიციატორები იყვნენ სპარტის მეფე პლისტოანაქტი და ათენელი სახელმწიფო მოღვაწე და სარდალი ნიკია. მოლაპარაკებები დაიწყო ძვ. წ. 421 წლის ზამთარში. დიდი სჯა-ბაასისა და პრეტენზიების წაყენების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ომში დაპყრობილი ყველა ტერიტორია დაებრუნებინათ.

ნიკიას ზავმა ვერ დაძლია ის წინააღმდეგობები, რომელმაც ომს დასაბამი მისცა. ზავის მოქმედება გაგრძელდა სულ 6 წელი. ამის შემდეგ დაიწყო სამხედრო მოქმედებები, რომლშიც კვლავ ჩაერთნენ ათენიც და სპარტაც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]