არგინუსის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არგინუსის ბრძოლა
პელოპონესის ომის ნაწილი
თარიღი ძვ. წ. 406
მდებარეობა არგინუსის კუნძულები (კუნძულ ლესბოსის სიახლოვეს), ეგეოსის ზღვა
შედეგი ათენელების გამარჯვება
მხარეები
სპარტა ათენი
მეთაურები
კალიკრატიდა 8 მეთაური
ძალები
120 ხომალდი 155 ხომალდი
დანაკარგები
70 ხომალდი 25 ხომალდი

არგინუსის ბრძოლა — ბრძოლა არგინუსის კუნძულებთან ეგეოსის ზღვაში (კუნძული ლესბოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით) ძველი წელთაღრიცხვის 406 წლის სექტემბერში სპარტელებსა და ათენელებს შორის. პელოპონესის ომის (ძველი წელთაღრიცხვის 431-404) დროს სპარტელმა კალიკრატიდამ 140 ტრიერით დაამარცხა ათენელი სტრატეგოსის კონონის ფლოტი (70 ტრიერი, აქედან ათენელებმა 30 ტრიერი დაკარგეს) და ჩაკეტა მიტილენეს (კუნძული ლესბოსის) ნავსადგურში. ათენმა მოკლე ხანში შექმნა ახალი ფლოტი (150 ხომალდი) და არგინუსის ბრძოლაში დაამარცხა სპარტელები. ბრძოლაში დაიღუპა კალიკრატიდა. ამ გამარჯვებით ათენმა კვლავ დაიბრუნა ჰეგემონია ზღვაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]