აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 102)
აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე.
ქუჩიდან ღრმად შეწეული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ტყით დაფარული ფერდის ძირში, განივადაა განთავსებული. ქუჩიდან იგი ორი მხატვრულად მნიშვნელოვანი ნაგებობის ფონად აღიქმება, რაც მთლიანობაში, ამ ადგილს ურბანულ ღირებულებას მატებს. ისევე როგორც აბასთუმნის საცხოვრებელი სახლების უმეტესობა, შენობა უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. ქუჩისკენ მიმართული მთავარი ფასადი თავდაპირველად ორივე სართულზე ღია აივნებით იყო გახსნილი. ამჟამად პირველი სართული ნაწილობრივ შემინულია. შენობის მარჯვენა კიდეში მეორე სართულზე ასასვლელი ხის გადახურული კიბეა მოწყობილი. მეორე სართულის აივნის მოაჯირი ხის წვრილი ძელებისაგანაა შემდგარი. აივანზე გამომავალი ღიობები სწორკუთხა მოხაზულობისაა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6254