Ultra HD Blu-ray

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Blu-ray
UHD Blu-ray logo.png
მედიის ტიპი მაღალი სიმკვრივის ოპტიკური დისკი
კოდირება H.265/MPEG-H Part 2 (HEVC)
ტევადობა

50 გბ (ორ-შრიანი, 82 მბიტ/წ) 66 გბ (ორ-შრიანი, 108 მბიტ/წ)

100 გბ (სამ-შრიანი, 128 მბიტ/წ)
ბლოკის ზომა 2 კბ სეკტორის, 64 კბ ბლოკის ზომა
წაკითხვის მექანიზმი ლაზერული დიოდი
შემქმნელი Blu-ray Disc Association
ზომები 120 მმ დიამეტრში
გამოყენება ულტრა-მაღალი-გარჩევადობის ვიდეო

Ultra HD Blu-ray — მონაცემთა შენახვის ციფრული ოპტიკური დისკი, რომელმაც ჩაანაცვლა Blu-Ray. ძველი თაობის Blu-Ray პლეერებს არ აქვთ Ultra HD Blu-ray დისკების მხარდაჭერა. უკვე არსებობს მსგავსი ფორმატის დისკების მხარდაჭერის პლეერები - Ultra HD Blu-ray Player მაგ. Sony UBP-X800 4K Ultra HD Blu-ray Player და სხვა.

Ultra HD Blu-ray ტექნოლოგიამ ლიცენზირება მოიპოვა 2015 წლის შუა პერიოდში, ხოლო პლეერებმა – ამავე წლის დეკემბრიდან.

სპეციფიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 12 მაისს Blu-ray დისკების ასოციაციამ გამოავლინა სპეციფიკაციების დასრულებული ვერსია და ასევე Ultra HD Blu-ray ოფიციალური ლოგო. ძველი თაობის DVD და Blu-ray-ებისგან განსხვავებით, ახალ 4K ფორმატს არ აქვს რეგიონალური შეზღუდვა.

Ultra HD Blu-ray სტანდარტი იყენებს სამი სხვადასხვანაირი მოცულობის ვიდეო-ინფორმაციის მატარებელს:

  • 50 გბ გამტარუნარიანობით 82 მბიტ/წ
  • 66 გბ გამტარუნარიანობით 108 მბიტ/წ
  • 100 გბ გამტარუნარიანობით 128 მბიტ/წ

Ultra HD Blu-ray აქვს 4K UHD (3840 × 2160 გარჩევადობის) 60 კადრ./წამში სიხშირის მხარდაწერა, რომელიც კოდირებულია High Efficiency Video Coding (HEVC) ანუ H.265 კოდირების ალგორითმის გამოყენებით. დისკს აქვს ორი მაღალ-დინამიური დიაპაზონი'ს ანუ (HDR) მხარდაჭერა როგორც ფერების სიღრმეს მომატებით 10-ბიტი ფერზე ასევე გაზრდილი ფერების გამით ვიდრე ღქონდა სტანდარტულ Blu-Ray ვიდეოს რომელიც იყენებდა Rec. 2020 ფერების სივრცეს. Ultra HD Blu-ray დისკი იყენებს ახალ განახლებულ AACS DRM, AACS 2 ანტი-კოპირების დაცვის სისტემას. აგრეთვე ვიდეო სიგნალის დაცვის სისტემამაც განიცადა განახლება და გახდა HDCP 2.2.

4K-HDR სრულყოფილი გადაცემისთვის ასევე განახლდა HDMI კაბელიც და ამჟამად ის 2.1 ვერსიის არის.

ახალ დისკს აქვს შემდეგი ხმის ფორმატების მხარდაჭერა: DTS:X, Dolby Atmos და Auro-3D.

2016 წლის 1 მარტს Blu-ray Disc ასოციაციამ გამოუშვა Ultra HD Blu-ray რომლებსაც ღქონდა HDR10 მედია პროფილის და Dolby Vision'ს შერჩევითი მხარდაჭერა.

საწყისი სათაურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი Ultra HD 4K Blu-ray დისკები ოფიციალურად იქნა გაშვებული გაყიდვაში 2016 წლის 1 მარტს ოთხი კომპანიის მიერ.

ამ ეტაპზე უკვე გამოშვებულია ათობით დისკი და იგეგმება კიდევ ბევრის, როგორც ახალი („ტრანსფორმერები: უკანასკნელი რაინდი“, „კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან“, „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი“) მხატვრული და ანიმაციური ფილმის, ასევე ძველი პოპულარული („მეხუთე ელემენტი“, „დამოუკიდებლობის დღე“, „მოჩვენებებზე მონადირეები“) ნამუშევრების რესტავრაცია და გამოშვება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]