ზღარბი სონიკი (ფილმი)
„ზღარბი სონიკი“ | |
---|---|
ინგლ. Sonic the Hedgehog | |
ჟანრი |
სათავგადასავლო კომედია |
რეჟისორი | ჯეფ ფოულერი |
პროდიუსერი |
ნილ მორიცი |
როლებში |
|
კომპოზიტორი | ტომას ჰოლკენბორგი |
მწარმოებელი კომპანია |
Sega Sammy Group |
დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
გამოსვლის თარიღი |
25 იანვარი, 2020 (Paramount-ის თეატრი)
14 თებერვალი, 2020 (აშშ) |
ხანგრძლივობა | 98 წუთი |
ქვეყანა | იაპონია |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 81–95 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 310.7 მილიონი აშშ დოლარი |
„ზღარბი სონიკი" (ინგლ. Sonic the Hedgehog) — 2020 წლის სათავგადასავლო, კომედიური ფილმი, რომელიც დაფუძნებულია Sega– ს მიერ გამოცემული ამავე სახელწოდების ვიდეო თამაშების ფრანჩაიზზე . ფილმის რეჟისორია ჯეფ ფოულერი, ხოლო სცენარის ავტორია პატ კეისი და ჯოშ მილერი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ბენ შვარცი, როგორც ზღარბი სონიკი და ჯიმ კერი, როგორც ექიმი რობოტნიკი, ასევე ჯეიმზ მარსდენი, თიკა სამპტერი, ნატაშა როტველი, ადამ პალი და ნილ მაკდონაუ. ფილმში სონიკი თანამშრომლობს ადგილობრივ ქალაქის შერიფ ტომ ვახოვსკისთან, რათა იპოვონ დაკარგული ბეჭდები და გაექცნენ ექიმ რობოტნიკს.
ფილმის განვითარება დაიწყო 1990-იან წლებში, მაგრამ არ გამოსულა მანამ, სანამ Sony Pictures- მა ფილმის წარმოების უფლებები არ მოიპოვა 2013 წელს. წარმოება გულისხმობდა Sega Sammy– ს იაპონური სტუდიის Marza Animation Planet–თან თანამშრომლობას,. მას შემდეგ, რაც Sony– მ პროექტი შეცვალა, Paramount Pictures– მა ის 2017 წელს შეიძინა. მსახიობების უმეტესობამ კონტრაქტს ხელი მოაწერა 2018 წლის აგვისტომდე და ძირითადი გადაღებები შედგა იმავე წლის სექტემბერ-ოქტომბრამდე ვანკუვერში და ვანკუვერის კუნძულზე. 2019 წელს პირველ ტრეილერზე ნეგატიური რეაქციის შემდეგ, ფილმის გამოშვება სამი თვით გადაიდო, რომ სონიკის ვიზუალური ეფექტები შეეცვალათ.
ზღარბი სონიკი-ის პრემიერა შედგა Paramount Pictures სტუდიის ლოტზე 2020 წლის 25 იანვარს, ხოლო თეატრალურად გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2020 წლის 14 თებერვალს. კრიტიკოსებმა შეაქეს შესრულება (განსაკუთრებით შვარცისა და კერის), სონიკის პერსონაჟის დიზაინი და ანიმაცია, ვიზუალური ეფექტები, მოქმედების სცენები და წყაროებისადმი ერთგულება, მაგრამ გააკრიტიკეს სიუჟეტი ორიგინალობის ნაკლებობის გამო.[1][2] ფილმმა დაამყარა რეკორდი შემოსავლის მხრივ ვიდეო თამაშების ეკრანიზაციისთვის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. ფილმმა მსოფლიოს მასშტაბით 3190 მილიონზე მეტი გამოიმიშავა და გადხა 2020 წლის მეექვსე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და ყველაზე შემოსავლიანი ვიდეო თამაშების ფილმების ადაპტაცია ჩრდილოეთ ამერიკაში. ფილმის გარგრძელება 2022 წლის 8 აპრილს გამოვა.
სამსახიობო ჯგუფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბენ შვარცი, როგორც ზღარბი სონიკი: ანტროპომორფული ლურჯი ზღარბი ზეადამიანური სიჩქარით, რომელიც გაურბის რობოტნიკს და შეერთებული შტატების მთავრობას. შვარმცმა პერსონაჟის გახმოვანებასთან ერთად მისი მიმიკებიც გადაიღო.[3][4]
- ბენჯამინ ლ. ვალიჩი, როგორც პატარა სონიკი.
- ჯიმ კერი რობოტნიკის როლში : შეშლილი მეცნიერი და გამომგონებელი, რომელიც დასდევს სონიკს თავისი ექსპერიმენტებისთვის.[5][6]
- ჯეიმზ მარსდენი თომას მაიკლ „ტომ" ვახოვსკის როლში: გრინ ჰილსის შერიფი, რომელსაც სურს სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტში დაიწყოს მუშაობა. ის მეგობრობს სონიკთან და ეხმარება მას რობოტნიკის შეჩერებაში.[7]
- თიკა სამპტერი მადი ვახოვსკის როლში: ვეტერინარი და ტომის ცოლი, რომლებიც მოგვიანებით სონიკს ეხმარება.[8]
- ლი მაჯდუბი, როგორც აგენტ სტოუნი: მთავრობის აგენტი, რომელიც მუშაობს რობოტნიკისთვის.[9]
- ნატაშა როტველი როგორც რეიჩელი: მადის უფროსი და, რომელსაც არ მოსწონს ტომი და თავის დას მოუწოდებს მიატოვოს იგი.[10]
- მელოდი ნოსიფო - ნიმანი ჯოჯოს როლში: რეიჩელის ქალიშვილი და მადის დისშვილი.[11]
- ადამ პალი უეიდ უიპლის როლში: გრინ ჰილსის პოლიციელი და ტომის მეგობარი.[12]
- ნილ მაკდონაუ, როგორც მაიორი ბენინგტონი: ჯარისკაცი, რომელსაც რობოტნიკი არ მოსწონს.
- ტომ ბატლერი, როგორც მეთაური უოლტერსი: გაერთიანებული შტაბის უფროსის ვიცე-თავმჯდომარე, რომელიც რობოტნიკს ავალებს სონიკის გამოკვლევას.
- ფრენკ ტ. ტერნერი როგორც გიჟი კარლი: შეთქმულების თეორეტიკოსი, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს სონიკის არსებობა და მას მოიხსენიებს როგორც „ლურჯი ეშმაკი".[13]
-
ბენ შვარცი
-
ჯეიმზ მარსდენი
-
თიკა სამპტერი
-
ნატაშა როთველი
-
ადამ პალი
წარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კასტინგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]29 მაისს, 2018, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლ რადთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ტომის როლზე. მოგვიანებით მან როლზე უარი განაცხადა.[14] ერთი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯეიმზ მარსდენი რომელიმე პერსონაჟის როლს შეასრულებდა, მოგვიანებით კი ის ტომ ვახოვსკის როლზე დაამტკიცეს.[7] 2018 წლის ივნისში თიკა სამპტერის ტომის ცოლის როლზე, ჯიმ კერი კი ბოროტმოქმედის, დოქტორ რობოტნიკის როლზე დამტკიცდა.[5] 2018 წლის აგვისტოში სამსახიობო ჯგუფს ბენ შვარცი შეუერთდა, როგორც ზღარბი სონიკი.[15] ორიგინალი ვიდეო თამაშების გულშემატკივარი შვარცი მას შემდეგ შეარჩიეს, რაც ფოლერმა და მილერმა სხვა პროექტების გამო კასტინგზე უარი განაცხადეს.[16]
გადაღებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძირითადი გადაღებები დაიწყო 2018 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში და დასრულდა ვანკუვერში, ლადისმიტში და ვანკუვერის კუნძულზე 2018 წლის 16 ოქტომბერს. დამატებითი ფოტოგრაფია ოქტომბერში შედგა ნიუ იორკში, სადაც კერიმ გადაიღო თავისი სცენები.[17] ფილმის ზოგიერთი სცენა გადაიღეს ლივა ოაზისში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.[18]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ზღარბი სონიკი (ფილმი)“ — Metacritic-ზე
- „ზღარბი სონიკი (ფილმი)“ — Rotten Tomatoes
- „ზღარბი სონიკი“ — Box Office Mojo-ზე
- Sonic The Hedgehog Movie Facebook-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Graeme McMillan. (February 13, 2020) 'Sonic the Hedgehog': What the Critics Are Saying. ციტირების თარიღი: February 17, 2020
- ↑ Kayleigh Donaldson. (February 15, 2020) Why Sonic The Hedgehog's Reviews Are So Mixed. ციტირების თარიღი: February 17, 2020
- ↑ D'Alessandro, Anthony. (June 9, 2018) Jim Gianopulos On Why He Chose Paramount, What Makes A Hit And Sparking To 'Sonic The Hedgehog' – Produced By. ციტირების თარიღი: August 27, 2018
- ↑ Gregory, Mike. (June 14, 2018) Paramount budgets $7M for Sonic the Hedgehog movie shoot in 'hero town' Ladysmith. ციტირების თარიღი: August 26, 2018
- ↑ 5.0 5.1 Fleming, Mike Jr. (June 29, 2018). „Jim Carrey To Play 'Sonic The Hedgehog' Villain Robotnik“. Deadline. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 1, 2018. ციტირების თარიღი: July 1, 2018.
- ↑ Sonic The Hedgehog (2020) - Becoming Robotnik - Paramount Pictures, https://www.youtube.com/watch?v=kFic8yaZ_u8. წაკითხვის თარიღი: 2020-02-14
- ↑ 7.0 7.1 Kroll, Justin (May 30, 2018). „James Marsden to Star in 'Sonic the Hedgehog' Movie (EXCLUSIVE)“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 31, 2018. ციტირების თარიღი: May 31, 2018.
- ↑ Kroll, Justin. (July 7, 2018) Tika Sumpter Lands Female Lead in 'Sonic the Hedgehog' Movie (EXCLUSIVE). ციტირების თარიღი: August 12, 2018
- ↑ N'Duka, Amanda. (September 19, 2018) David Zayas Cast in Paramount's 'Body Cam'; 'Sonic the Hedgehog' Adds Lee Majdoub. ციტირების თარიღი: September 24, 2018
- ↑ D'Alessandro, Anthony. (July 24, 2018) 'Insecure's Natasha Rothwell Joins 'Wonder Woman 1984'. ციტირების თარიღი: August 12, 2018
- ↑ Melody Nosipho Niemann. ციტირების თარიღი: April 5, 2020
- ↑ Sneider, Jeff. (August 9, 2018) Exclusive: 'Sonic the Hedgehog' Movie Adds MCU Veterans Adam Pally, Neal McDonough. ციტირების თარიღი: August 9, 2018
- ↑ Schaefer, Sandy. (September 18, 2018) Leaked Sonic The Hedgehog (2019) set pics show actor to the left was NOT Jim Carrey *Manivardhan Parigi An epic man. ციტირების თარიღი: September 20, 2018
- ↑ Raymond, Nicholas. (May 29, 2018) Paul Rudd Eyed For Lead Role In Sonic the Hedgehog Film [Updated]. ციტირების თარიღი: May 29, 2018
- ↑ Kroll, Justin. (August 9, 2018) Ben Scwhartz to Voice 'Sonic the Hedgehog' in Upcoming Movie (EXCLUSIVE). ციტირების თარიღი: August 9, 2018
- ↑ Ben Schwartz talks starring role in 'Sonic the Hedgehog' movie. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 21, 2020. ციტირების თარიღი: დეკემბერი 24, 2020.
- ↑ Gregory, Mike. (June 14, 2018) Paramount budgets $7M for Sonic the Hedgehog movie shoot in 'hero town' Ladysmith. ციტირების თარიღი: August 24, 2018
- ↑ „Watch: Key 'Sonic The Hedgehog' scenes were filmed in Abu Dhabi's Liwa desert“. The National. 25 March 2020.
- ფილმები ანბანის მიხედვით
- სუპერგმირული ფილმები
- Sonic the Hedgehog
- Paramount Pictures-ის ფილმები
- Original Film-ის ფილმები
- იაპონური ფილმები
- ნიუ-იორკში გადაღებული ფილმები
- ფილმები უცხოპლანეტელებზე
- ინგლისურენოვანი ფილმები
- ამერიკული სუპერგმირული ფილმები
- ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური მოქმედებითი ფილმები
- ამერიკული ფილმები
- ამერიკული ფენტეზი ფილმები
- ამერიკული სათავგადასავლო ფენტეზი ფილმები
- ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური ფილმები
- ამერიკული მოქმედებითი-სათავგადასავლო ფილმები
- ამერიკული საბავშვო კომედიური ფილმები
- ამერიკული საბავშვო სათავგადასავლო ფილმები
- 2020 წლის ფილმები