UTC+14:00 — ყველაზე უფრო აღმოსავლეთით მდებარე სასაათო სარტყელი, რის გამოც ზუსტად აქ ყველაზე უფრო ადრე დედამიწაზე დგება ახალი კალენდარული დღე. აქ დღის დრო (საათები და წუთები) ემთხვევა ჰავაის შტატის დროს (UTC-10:00), მაგრამ ერთი დღით წინ გადაწეულს, ამასთან ოკეანეთის ზოგიერთ კუნძულებთან დროში სხვაობა შეადგენს 25 საათს.