US-1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გზატკეცილი მინიშნებულია წითლად

US-1 (ასევე US Route 1), ჩრდილოეთ-სამხრეთის ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალი, რომელიც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს მიჰყვება და 3825 კმ-ს შეადგენს. მაგისტრალი აკავშირებს კი-უესტს, ფლორიდის უკიდურეს სამხრეთ წერტილს, ფორტ-კენტთან, მენი, კანადის საზღვართან. US-1 მეტწილად Interstate 95 გზატკეცილის პარალელურად გადის, თუმცა ის გაცილებით დასავლეთითაა ჯეკსონვილსა (ფლორიდა) და პეტერბურგს (ვირჯინია) შორის. გზატკეცილი აღმოსავლეთ სანაპიროს ძირითად მთავარ ქალაქებს აკავშირებს, მათ შორის მაიამის, ჯეკსონვილს (ფლორიდა), აუგუსტას (ჯორჯია), კოლუმბიას (სამხ. კაროლინა), კერის (ჩრდ. კაროლინა), რალეის (ჩრდ. კაროლინა), რიჩმონდს (ვირჯინია), ვაშინგტონს (კო), ბალტიმორს (მერილენდი), ფილადელფიას (პენსილვანია), ნიუარკს (ნიუ-ჯერსი), ნიუ-იორკს (ნიუ-იორკი), ნიუ-ჰეივენს (კონექტიკუტი), პროვიდენსს (როდ-აილენდი), ბოსტონს (მასაჩუსეტსი) და პორტლენდს (მეინი).

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=US-1&oldid=2446181“-დან