შინაარსზე გადასვლა

The Strokes

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Strokes

ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც Venison
წარმოშობა ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1998-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
საიტი thestrokes.com
The Strokes ვიკისაწყობში

The Strokes — ამერიკული როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1998 წელს ნიუ-იორკში. ჯგუფში შედიან: ჯულიან კასაბლანკასი (ვოკალი), ნიკ ვალენსი (გიტარა, კლავიშებიანი საკრავები, მეორე ვოკალი), ალბერტ ჰემონდ უმცროსი (გიტარა, კლავიშებიანი საკრავები, მეორე ვოკალი), ნიკოლაი ფრაიტური (ბას-გიტარა) და ფაბრიციო მორეტი (დასარტყმელი ინსტრუმენტები). The Strokes-ს ხშირად მოიხსენიებენ 60-იანი წლების გარაჟ-როკის გამომცოცხლებლებად.

თავდაპირველად ჯგუფმა მოღვაწეობა ნიუ-იორკის სამხრეთ-აღმოსავლურ ნაწილში დაიწყო და მალევე დაიმსახურა ადგილობრივი მოსახლეობის მოწონება. მათი სადებიუტო EP-მ, The Modern Age-მა (2001), ბრიტანული პრესისგან თაყვანისცემა დაიმსახურა. „The Strokes-ის მინიმალისტურმა მელოდიებმა, სიმღერების ლაკონიურმა სტილმა და სპარტანულმა მუსიკალურმა პროდიუსირებამ – რაც სუფთა ჰაერივით საჭირო იყო ადრეული 21-ე საუკუნის როკ-მუსიკაში – შთააგონა მსმენელთა ტალღა, მანამ, სანამ მათი პირველი ალბომი შეიქმნებოდა“, წერს Encyclopedia Britannica.

ჯგუფის პირველმა ალბომმა Is This It,[1] რომელიც 2001 წელს გამოვიდა, მოიპოვა დიდი პოპულარობა. ჟურნალი როლინგ სტოუნის ყველა დროის საუკეთესო 100 დებიუტ ალბომს შორის დაიკავა მერვე ადგილი[2]. მან აგრეთვე ამავე ჟურნალის 2000-იანი წლების 100 საუკეთესო ალბომის სიაში მეორე ადგილი დაიკავა [3], 199-ე ადგილი პოზიცია დაიკავა როლინგ სტოუნის 500 საუკეთესო ალბომს შორის, ხოლო NME-მ დაასახელა საუკეთესო 500 ალბომს შორის მეოთხე ნომრად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Strokes&oldid=4606965“-დან