შინაარსზე გადასვლა

The Sanda

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Sanda
ბიოგრაფია
წარმოშობა 6 თებერვალი, 1993[1]
ჟანრ(ებ)ი
აქტიური
  • 1993-1997
  • 2006–დღემდე
წევრები
  • ნათია ნამგალაური
  • ირაკლი ლომსაძე
  • სოსო საყვარელიძე
  • გიორგი კობერიძე
  • ზურა ლანჩავა
  • ვანო ხიმშიაშვილი
საიტი sanda.ge

The Sanda (სანდა) — მუსიკალური ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა თბილისში (საქართველო) 1993 წელს.[2] ჯგუფის წევრები არიან ნათია ნამგალაური (კლავიშებიანი, ბექ-ვოკალი), ირაკლი ლომსაძე (კლავიშებიანი, ვოკალი), სოსო საყვარელიძე (აკუსტიკური/რითმ-გიტარა, ვოკალი), გიორგი კობერიძე (დასარტყმელი საკრავები), ზურა ლანჩავა (გიტარა) და ვანო ხიმშიაშვილი (ბასი).

ჯგუფმა დაიწყო მოღვაწეობა სოფტ-როკისა და ბლუზის ჟანრში. მოგვიანებით ჯგუფში შემოვიდა ფოლკ-როკის ელემენტები. ჯგუფის ჟღერადობაში ძირითადად სჭარბობს ბრიტანული ხალხური მუსიკის ელემენტები,[3] მაგრამ ზოგიერთ კომპოზიციაში ქართულიც არის.

წელიწადნახევრის მუშაობის შემდეგ ჯგუფმა ჩაატარა თავისი პირველი სოლო კონცერტი („რკინიგზელთა კულტურის სახლში“, თბილისი). შემდგომში კიდევ რამდენიმე სოლო კონცერტი ქალაქის სხვადასხვა სცენებზე. იყო მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი 1996 წელს თბილისში ჩატარებული ფესტივალებისა „ხელები“ (კ/თ „ყაზბეგი“) და „მარგარიტა“ (ვაკის პარკი). ჯგუფის საგასტროლო არეალი მოიცავდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს, აგრეთვე აჭარის ზღვისპირა რაიონებს.[3]

1997 წელს, ფინანსური პრობლემების გამო, ჯგუფმა შეწყვიტა შემოქმედებითი მოღვაწეობა. 2006 წელს იგი კვლავ შეიკრიბა და განაახლა მუშაობა. ამავე წელს მათ ჩაწერეს პირველი ალბომი Return (დაბრუნება), რომლშიც 10 კომპოზიცია შედიოდა.[1]

2011 წლის ზაფხულში ჯგუფს დაემატა კიდევ ერთი წევრი, ნიკა მარგველაშვილი — (დასარტყმელი საკრავები), რომელმაც ჯგუფი დატოვა 2014 წელს. 2012 წლის 29 აპრილს ჯგუფმა გამოსცა რიგით მეორე ალბომი „The Smell of the Rays“, რომლის პრეზენტაცია გაიმართა თბილისის ღამის კლუბ „სენატში“.[1]

2015 წლის 24 თებერვალს The Sanda გახდა კავკასიური მუსიკალური პრემია „ფენიქსის“ გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო ვიდეო“.[4]

  • ნათია ნამგალაური (კლავიშებიანი, ბექ-ვოკალი)
  • ირაკლი ლომსაძე (კლავიშებიანი, ვოკალი)
  • სოსო საყვარელიძე (აკუსტიკური/რითმ-გიტარა, ვოკალი)
  • გიორგი კობერიძე (დასარტყმელი საკრავები)
  • ზურა ლანჩავა (გიტარა)
  • ვანო ხიმშიაშვილი (ბასი)
სტუდიური

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 History of the Band. Sanda.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-29. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2018.
  2. „The Sanda-ს გეგმები 25 წლის შემდეგ“. „რადიო თავისუფლება“ (24თებერვალი , 2017). ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2018.
  3. 3.0 3.1 The SANDA. Radio.ge.[მკვდარი ბმული]
  4. „ბათუმში გაიმართება როკ-კონცერტი დევიზით „არა ტერორიზმს!“. sputnik-georgia.com (25 აგვისტო, 2016). ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2018.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Sanda&oldid=4111500“-დან