The Doors

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Doors Logo.png
The Doors დანიურ ტელევიზიაში 1968 წელს.
The Doors დანიურ ტელევიზიაში 1968 წელს.
ბიოგრაფია
წარმოშობა ლოს-ანჯელესი,
კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ფსიქოდელიური როკი, ეისიდ როკი, ბლუზ-როკი, ჰარდ როკი, როკი
აქტიური 1965–1973
ლეიბლ(ებ)ი Elektra
Rhino
საიტი TheDoors.com
ყოფილი წევრები
ჯიმ მორისონი
რეი მანზარეკი
ჯონ დენსმორი
რობი კრიგერი

The Doors — ამერიკული როკ-ჯგუფი, შეიქმნა 1965 წელს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში და შედგებოდა 4 წევრისგან: ჯიმ მორისონი (ვოკალი), რეი მანზარეკი (ელექტროპიანო და ორღანი), ჯონ დენსმორი (დრამი), რობი კრიგერი (გიტარა). ჯგუფმა სახელი ალდუს ჰაქსლის წიგნიდან „The Doors of Perception“ შეარჩია, რომელიც ეხება უილიამ ბლეიკის ციტატას: „როცა გრძნობის კარები გაწმენდილია (მორალურად), ნივთები ხალხს ისე წარუდგება, როგორიც არის... უსასრულობამდე“. The Doors ითვლება 1960-იანების ერთ-ერთ ყველაზე საკამათო როკ-ჯგუფად, ძირითადად ჯიმ მორისონის ველური პოეტური ტექსტების და ქარიზმატული, მაგრამ არაპროგნოზირებადი სასცენო პერსონის გამო. 1971 წელს, მორისონის სიკვდილის შემდეგ ჯგუფმა კვლავ გააგრძელა მოღვაწეობა, მაგრამ 1973-ში საბოლოოდ დაიშალა.

მიუხედავად იმისა, რომ The Doors-ის მოღვაწეობა 1973-ში მორჩა, მისი პოპულარობა შემორჩა. RIAA-ს თანახმად, დორსს 32 მილიონი ალბომი მარტო ამერიკაში აქვს გაყიდული, მთელ მსოფლიოში კი 80-დან 100-მდე. რეი მანზარეკი და რობი კრიგერი ხანდახან ისევ გამოდიან სცენაზე „მანზარეკი-კრიგერის“ სახელით სხვა მუსიკოსებთან ერთად და The Doors-ის სიმღერებს ექსკლუზიურად ასრულებენ

ისტორია[რედაქტირება]

წარმოშობა: 1965-1966[რედაქტირება]

The Doors-ის წარმოშობა ნაცნობების და UCLA კინოხელოვნების სკოლის სტუდენტების, ჯიმ მორისონის და რეი მანზარეკის შემთხვევითი შეხვედრის წყალობით მოხდა ვენის ბიჩში, კალიფორნია 1965 წლის ივლისში. მორისონმა მანზარეკს უთხრა, რომ სიმღერებს წერდა და უკანასკნელის წაქეზებით მორისონმა Moonlight Driveიმღერა. მორისონის სიმღერის ტექსტებით მოხიბლულმა მანზარეკმა ჯგუფის შექმნა ივარაუდა.

კლავიშზე დამკვრელი მანზარეკი თავის ძმასთან, რიკ მანზარეკთან ერთად ჯგუფ Rick and The Ravens-ში იყო, მაშინ როდესაც რობი კრიგერი და ჯონ დენსმორი The Psychedelic Rangers-ში უკრავდნენ და მანზარეკს იოგის და მედიტაციის სეანსებიდან იცნობდნენ. აგვისტოში, დენსმორი ჯგუფს შეუერთდა და The Ravens-ის წევრებთად და ბას-გიტარისტ პეტი სალივანთან ერთად ექვს სიმღერიანი დემო ჩაწერა 1965 წლის სექტემბერში. ის ფართოდ გავრცელდა არალეგალურად და მთლიანად The Doors-ის 1997 წლის ბოქს შეკვრაში გამოჩნდა.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : The Doors-ის დისკოგრაფია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Doors&oldid=2658399“-დან