შინაარსზე გადასვლა

System of a Down

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან System of a down)
System of a Down

ჯგუფის გამოსვლა 2012 წელს, ფესტივალზე Download
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც SOAD, System
წარმოშობა ლოს-ანჯელესი
კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული მეტალი,
პროგრესული როკი
ექსპერიმენტული როკი,
ნუ მეტალი
აქტიური 1994–2006,
2011 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Sony Music Entertainment, American, Columbia
წევრები ჯონ დოლმაიანი
დარონ მალაქიანი
შავო ოდაჯიანი
სერჟ თანქიანი
ყოფილი წევრები ონტრონიკ ”ენდი” ხაჩატურიანი
საიტი
System of a Down ვიკისაწყობში
System of a Down 2013

System of a Down (შემოკლებით System ან SOAD) — ამერიკული როკ ჯგუფი, რომელიც 1994 წელს ჩამოყალიბდა გლენდეილში, კალიფორნია. ჯგუფის წევრები არიან სერჟ თანქიანი (წამყვანი ვოკალი), დარონ მალაქიანი (ვოკალი და გიტარა), შავო ოდაჯიანი (ბასი), და ჯონ დოლმაიანი (დრამი). ჯგუფმა 1998 წლიდან ხუთი ალბომი გამოსცა. თანამედროვე როკ რადიოს წამყვანი ხმები რამდენიმე გრემის ნომინაციით იყვნენ წარდგენილნი და ერთხელ დაჯილდოვდნენ კიდეც. 2006 წელს ჯგუფში მომხდარი უთანხმოების გამო მისი თითოეული წევრი ცალკეულ პროექტებზე მუშაობს.

ჯგუფის ისტორია იწყება 1993 წლიდან, როდესაც ლოს-ანჯელესის ხმისჩამწერ სტუდიაში სრულიად შემთხვევით ერთმანეთს ორი ადამიანი შეხვდა, სერჟი და დარონი. მათ ერთმანეთი გაიცნეს და მალევე დაასკვნეს, რომ ორივეს ერთი წარმომავლობა ჰქონდათ. როდესაც გაირკვა, რომ მათ ერთნაირი მუსიკალური გემოვნება ჰქონდათ, ახალი სომხური დიასპორის შექმნა გადაწყვიტეს. ვოკალისტი სერჟი იყო, გიტარისტი — დარონი, ხოლო დრამერი — ანდრანიკ ხაჩატუნიანი, ისიც აგრეთვე სომეხი. ჯგუფს კი SOIL დაარქვეს.

იმ დროს ჯგუფი ძალიან მოეწონა ვინმე შავო ოდაჯიანს, რომელიც ბანკში მუშაობდა და თავისუფალ დროს გიტარაზე უკრავდა. ჯგუფში იმ დროს უკვე იყო გიტარისტი და შავოს უნდოდა მათი მენეჯერი ყოფილიყო ან მათი პიარისათვის ემუშავა. 1995 წელს ჯგუფში უთანხმოება მოხდა, დრამერი წავიდა, მის ნაცვლად ჯონ დოლმაიანი მოვიდა, ხოლო შავო ბასისტი გახდა. ჯგუფს ორი ახალი წევრი შეემატა და გადაწყვიტეს სახელი შეეცვალათ. ჯგუფს System of a Down დაარქვეს. დარონმა დაწერა პოემა Victims of a Down, ამ სახელწოდებიდან გამომდინარე დაარქვეს ჯგუფს სახელიც, მაგრამ სერჟმა სიტყვა „Victim“ შეცვალა სიტყვით „System“.

ჯგუფის პირველი კონცერტი გაიმართა ლეგენდარულ კლუბში „Roxy“, ჰოლივუდში. შავო იხსენებს, რომ ამ კონცერტმა მათი ცხოვრება, როგორც მუსიკოსების, შეცვალა. „ორგანიზატორებმა მოგვცეს ერთი დიდი შეკვრა ბილეთები, რათა გაგვეყიდა, მაგრამ ჩვენ ორჯერ მეტი გავყიდეთ. ამის შემდეგ ჩვენ მოგვაქციეს ყურადღება ისეთმა ჯგუფებმა, როგორებიცაა: Manhole, Human Waste Project და Engines Of Aggression“.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ New-Metal ჯგუფის პოპულარობაზე ჟურნალ-გაზეთებმაც მოახდინა გავლენა. ისინი წერდნენ ახალ ჯგუფზე, რომელიც „კლუბების ამფეთქებლად“ მოიხსენიებოდა. ჟურნალმა „Hits“ System of a Down წლის საუკეთესო ჯგუფად აღიარა.

ჯგუფი სცენაზე ყოველთვის ენერგიული იყო, მაყურებელიც იმუხტებოდა მათი ენერგიით. ერთხელ მათ კონცერთზე შემთხვევით მოხვდა რიკ რუბინი, რომელიც American Recordings-ის თავკაცია. კონცერტზე იგი მეგობარმა, გაი ოზერმა მიიყვანა, რომელიც Maverick Records-ის ბოსია. შავო იხსენებს, რომ იმ საღამოს ჯგუფით რუბინი აღფრთოვანდა. რიკ რუბინმა ჯგუფს კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, მაგრამ ჯგუფისგან უარი მიიღო. ჯგუფმა აგრეთვე სხვა კომპანიებს უთხრა უარი კონტრაქტზე. რიკი მაინც აგრძელებდა მათ კონცერტებზე სიარულს, როგორც ჩვეულებრივი ფანი, სერჟმა უთხრა მას, რომ კონტრაქტი სხვა კომპანიასთან გააფორმეს, მაგრამ რიკს ეს არ არელვებდა და იცდიდა, როდის გააფორმებდა ჯგუფი მასთან კონტრაქტს.

რიკ რუბინის მოლოდინმა გაამართლა, ძალიან მალე ჯგუფი American Recordings-ის ფრთის ქვეშ მოექცა. რიკი იყო ჯგუფის პირველი ალბომის, „SYSTEM OF A DOWN“-ის პროდიუსერი. 1998 წელს ალბომი ჩაიწერა და მზად იყვნენ პუბლიკისათვის წარედგინათ.

ცნობილია, რომ შავო და დარონი ბავშვობაში ჯგუფ Kiss-ის ფანები იყვნენ. სერჟი კლასიკურ როკს უსმენდა, როგორებიცაა: ბილი ჯოელი, კრის დე ბურგი, Abba, Earth, Wind and Fire, Bee Gees და ა.შ. ჯგუფის პირველი ალბომი ძალზედ პოპულარული აღმოჩნდა. მაგრამ ალბომის ამ წარმატებას რეკლამებს უნდა უმადლოდნენ. ჯგუფი მალე პოპულარულიც გახდა, ისინი ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის კლუბებში ყოველთვის უკრავდნენ, პოპულარობაში ესეც დაეხმარათ. მალე მათ შესახებ მთელმა ამერიკამ შეიტყო. ცოტა ხანში კი ევროპაშიც პოპულარულები გახდნენ.

ჯგუფის წევრები, სერჟი და დარონი ძირითადად პოლიტიკური დატვირთვის მქონე ტექსტებს წერენ.

სტუდიური ალბომები

საინტერესო ცნობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის ყველა წევრი წარმოშობით სომხეთიდანაა, მაგრამ შავო ოდაჯიანის გარდა არავინ დაბადებულა თავის ისტორიულ ქვეყანაში. შავოს მშობლები კი დიდი ხნის წინ გადავიდნენ ამერიკაში სამუდამოდ საცხოვრებლად. სერჟ თანქიანი და ჯონ დოლმაიანი ლიბანში დაიბადნენ. მხოლოდ დარონ მალაქიანია აშშ-ში დაბადებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: