ცენტრალ-პარკი (ნიუ-იორკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცენტრალ-პარკი
Central Park

ცენტრალ-პარკის ხედი
მდებარეობა
40°46′59″ ჩ. გ. 73°58′20″ დ. გ. / 40.78306° ჩ. გ. 73.97222° დ. გ. / 40.78306; -73.97222
ქვეყანა აშშ
ქალაქი ნიუ-იორკი
ძირითადი ინფორმაცია
დაარსების წელი 1857
ტიპი ურბანული პარკი
ფართობი 3,41 კმ²
სტუმრების რაოდენობა 37,5 მლნ. ყოველწლიურად
ცენტრალ-პარკი (ნიუ-იორკი) — ნიუ-იორკი
ცენტრალ-პარკი (ნიუ-იორკი)

ცენტრალ პარკი ( 40°46′59″N, 73°58′20″W) ვრცელი საზოგადოებრივი ურბანული პარკია (3.41 კმ², ოთხკუთხა 4 კმ x 800 მ-ზე) მანჰეტენზე, ნიუ-იორკი. დაახ. 37,5 მილიონი მნახველით წელიწადში, ყველაზე პოპულარული ქალაქური პარკია აშშ-ში და მისი ხშირი გამოჩენა კინოფილმებსა თუ სატელევიზიო შოუებში მას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალაქურ პარკად ხდის მსოფლიოში. პარკი ნიუ-იორკ სიტის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია.

ცენტრალ პარკს ჩრდილოეთით ესაზღვრება ვესტ 110-ე ქუჩა, დასავლეთით მერვე ავენიუ, სამხრეთით ვესტ 59-ე ქუჩა, და აღმოსავლეთით მეხუთე ავენიუ. პარკის საზღვრების გასწვრივ ამ ქუჩებს როგორც წესი უწოდებენ ცენტრალ პარკ ნორზი, ცენტრალ პარკ ვესტი და ცენტრალ პარკ საუზი, შესაბამისად. მეხუთე ავენიუ საკუთარ სახელს ინარჩუნებს მთელი მისი აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ.

პარკის პროექტი ეკუთვნის ფრედერიკ ლოუ ოლმსტედსა და კალვერტ ვოქსს, რომელმაც მოგვიანებით ასევე შექმნა ბრუკლინის პროსპექტ პარკი. მიუხედავად იმისა, რომ პარკის უმეტესი ნაწილი ბუნებრივად გამოიყურება, ის ფაქტობრივად მთლიანად ხელოვნურად არის შექმნილი და შეიცავს რამდენიმე ხელოვნურ ტბას, საცალფეხო ბილიკებს, ორ საციგურაო მოედანს, საცხოველესა და მინდვრებს სხვადასხვა სპორტული დანიშნულებისთვის და ბავშვების სათამაშოდ. პარკი პოპულარული ოაზისია მიგრაციული ფრინველებისთვის, და შესაბამისად პოპულარულია ფრინველთა მოთვალთვალეთათვისაც. 10 კმ სიგრძის ველოსიპედის ბილიკი პარკის პერიმეტრზე პოპულარულია მორბენალთა, ველოსიპედისტთა და სკეიტერებისთვის, განსაკუთრებით უქმე დღეებში და საღამოს 7-ის შემდეგ, როდესაც საავტომობილო მოძრაობა იზღუდება.

ცენტრალ პარკის პანორამა, 2004.