Saphileaum
Saphileaum | |
---|---|
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ანდრო გოგიბედაშვილი |
დაბ. თარიღი | 25 ოქტომბერი, 1997 |
ჟანრ(ებ)ი | Ambient, Downtempo, Tribal, House, Techno, Balearic, Half-Beat და New Age |
საქმიანობა | მუსიკოსი, არტისტი, დიჯეი |
საიტი | saphileaum.com |
Saphileaum, ანდრო გოგიბედაშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1997) — ქართველი მუსიკოსი, არტისტი, დიჯეი. მულტიმედია არტისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანდრო გოგიბედაშვილი დაიბადა 1997 წლის 25 ოქტომბერს და აღიზარდა ქართული მუსიკალური ტრადიციების მქონე ოჯახში. იგი ქართველი მომღერალისა და მსახიობის თემურ წიკლაურის შვილიშვილი და პოეტისა და მწერლის, დავით-დეფი გოგიბედაშვილის შვილია, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მისი ხელოვნების გზაზე.
Saphileaum-ის მუსიკა და DJ-სეტები აერთიანებს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებსა და ელემენტებს, როგორიცაა: Ambient, Downtempo, Tribal, House, Techno, Balearic, Half-Beat და New Age.
Saphileaum-ის კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 2022 წელს, როცა მისი კომპოზიციის „Cosmic Lake Transparency“ ნაწყვეტი, პროექტის „Stihia Beyond“ ფარგლებში, რადიოსიგნალის სახით გაიგზავნა ეგზოპლანეტა K2-18B-ზე, ინგლისის გუნჰილის სადგურიდან. ეს იყო ისტორიული მომენტი, რადგან ანდრო გახდა მეორე ქართველი არტისტი, რომლის მუსიკა გაიგზავნა კოსმოსში.[1]
ალბომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- As If Rivers Could Speak (2016)
- Dynamics Of Celestial Spheres (2017)
- Uninhibited Kingdom (2018)
- Echoes of the Physical World (2018)
- Eternal Love, Eternal Life (2019)
- The Traveler (2019)
- Majestic Sapphire Island (2019)
- Samosi (2020)
- Imaginary Treasure Mountain (2020)
- Transpersonal Experience (2021)
- Kaftan (2022)
- Elegant Voyage (2022)
- Hiberian Central (2022)
- Ornaments (2022)
- Ganbana (2022)
- Intrapersonal Experience (2023)
- Exploring Together (2024)
- Banana Leaf Paradise (2024)
- Mirage (2024)[2]