თემურ წიკლაური
თემურ წიკლაური | |
---|---|
![]() თემურ წიკლაური | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 22 იანვარი, 1946 |
დაბ. ადგილი | კოჯორი, საქართველოს სსრ |
ჟანრ(ებ)ი | საესტრადო მუსიკა |
საქმიანობა | მუსიკოსი, მსახიობი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
ასოციაციები | ციცინათელა, ივერია |
ჯილდოები | საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი და ღირსების ორდენი |
თემურ წიკლაური (დ. 22 იანვარი, 1946, კოჯორი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ ივერიას წევრი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი 1980 წელს, საქართველოს სახალხო არტისტი 1990 წელს და თბილისის საპატიო მოქალაქე 2010 წელს.[1]
ბიოგრაფია
თემურ წიკლაური დაიბადა 1946 წელს კოჯორში. სწავლობდა კოჯრის საშუალო სკოლაში. 1972 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი.[2] 1967 წლიდან საქართველოს ფილარმონიის მსახიობია. 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).[3]
თემურ წიკლაურის მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და...“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985).
2014 წლის 23 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან თემურ წიკლაურის ვარსკვლავი გაიხსნა .[4]
ჰყავს მეუღლე ლილი ზღვაური და ქალიშვილი ქეთევან წიკლაური.
ფილმოგრაფია
- 1969: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (ნოდარი – ბელაფონტე) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1975: „ივერია, სიყვარული და...“ რეჟ. ზაალ კაკაბაძე
- 1977: „უმცროსი და“ რეჟ. ზაალ კაკაბაძე
- 1984: „ჩხიკვთა ქორწილი“ (სატელევიზიო ფილმი-ზღაპარი) რეჟისორები ევგენი გინზბურგი, ლეონიდ კოსტიუკი
- 1986: „არგონავტები (აეტი) რეჟ. ევგენი გინზბურგი
- 1989:„ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
ჯილდოები
- 1980: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- 1990: საქართველოს სახალხო არტისტი
- 1997: ღირსების ორდენი
ლიტერატურა
- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – გვ. 559, თბ., 2015.
რესურსები ინტერნეტში
- თემურ წიკლაური — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თემურ წიკლაური — ეროვნული ფილმოგრაფია
- თემურ წიკლაური — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- თემურ წიკლაურის ბლოგი
სქოლიო
- ↑ თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბილისის მერია.
- ↑ თემურ წიკლაურის ბიოგრაფია. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 2018-08-01.
- ↑ თემურ წიკლაური. ბიოგრაფიული ლექსიკონი.
- ↑ ქართული სცენის „არწივს“ თემურ წიკლაურს ვარსკვლავი გაუხსნეს. Palitravideo.Ge (23 იანვარი, 2014).