Red Bull GmbH
ტიპი | კერძო |
---|---|
დარგი | სასმელი |
დაფუძნდა | 1984 |
სათავო ოფისი | |
მმართველი |
Dietrich_Mateschitz |
პროდუქცია |
რედ ბული |
შემოსავალი | €4.25 მილიარდი (2011) |
მთლიანი შემოსავალი | €1.3 მილიარდი (2006) |
სუფთა მოგება | €650 მილიონი (2006) |
თანამშრომელი | 8,294 (2011) |
შვილობილ(ებ)ი |
რედ ბულ რასინგი სკუდერია ტორო როსო რედ ბულ რასინგ გუნდი ნიუ-იორკ რედ ბულზი ფკ რედ ბულ ზალცბურგი ეკ რედ ბულ ზალცბურგი რედ ბულ ბრაზილია |
„შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რედ ბული“ (Red Bull GmbH) — ავსტრიული კომპანია, ყიდის ენერგიულ სასმელ რედ ბულს. 2011 წლის მონაცემებით, 4 631 მილიარდი ქილა იქნა გაყიდული 161 ქვეყანაში. რედ ბულ გმბჰ-ს მფლობელების ადგილმდებარეობა Fuschl am See-შია, რომელიც ავსტრიაში მდებარეობს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპანია დაფუძნებული იქნა დიტრიხ მატეშიტზის მიერ, რომელსაც ჰქონდა იდეა რომ წარედგინა სასმელი ევროპისთვის. მატესიტზი იყო მარკეტინგის დირექტორი Blendax-ში, რომელიც გერმანული კბილის პასტის კომპანიაა. 1982 წელს, როდესაც სტუმრობდა ტაილანდს, მან აღმოაჩინა Krating Daeng (სიტყვასიტყვით "red bull"), რომელიც ტაილანდში ჩაის მსგავსი ენერგიული სასმელი იყო, დაეხმარა მას განეკურნა ბიორითმში. 1984 და 1987 წლებს შორის, მატეშიტზი მოშუაბდა TC ფარმაცევტადნ (ბლენდექსის ლიცენიის) რომ ადაპტირება მოეხდინა კრატინგ დაენგის ევროპის მომხმარებლისთვის. ამავე დროში, მატეშიძმა და ჩალეო იუვიდეამ, რომელიც მფლობელი იყო კრატინგ დაენგის, დააარსეს კომპანია სახელად Red Bull GmbH; თითოეულმა $500,000 ინვესტიცია განახორციელა და 49/49 % გაიყვეს კომპანია, 2% კი ჩალეოს ვაჟს ჩარლემს ერგო, მაგრამ შეთანხმდნენ რომ კომპაია მატეშიზს უნდა ემართა. Red Bull GmbH ჩრდილიდან გამოსვლა “ავსტრიაში” დაიწყო, სადაც სახელი რედ ბული 1987 წელს გამოაჩინა, სასმელი კი ოდნავ გაზიანი და არცთუ ისე ტკბილი იყო. როგორ თავდაპირველი ტაილანდური რეცეპტი. საბოლოოდ კი ავსტრიულმა კომპანიამ აშშ-ს თითქმის ნახევარი ბაზრის დაუფლება შეძლო, ხოლო 80% მეტი მოახერხა სხვადასხვა ქვეყნებში.
2006 წელს, ფორბსის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, ჩალეო იყო ნახსენები მსოფლიოში ყველაზე მდიდარ პერსონებში 292-ე ადგილით, რომელსაც 2.5 მილიარდზე მეტი გააჩნია, რაც შეეხება მატეშიტს ის 317-ე ადგილს იკავებდა.
რედ ბულის დისტრიბუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რედ ბულის კომპანია ასევე დისტრიბუციას და რეკლამირებას უწევს სხვადასხვა სასმელებს, როგორებიცაა: Simply Cola, Carpe Diem და Sabai Wine Spritzer (რომელიც მოგვიანებით ასოცირებული იქნაThai Siam Winery ტაილანდში).
მარკეტინგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რედ ბული ხშირად ატარებს აქციას კოლეჯის სტუდენტებს შორის, სატაც უფასოდ ურიგდება ხოლმე რეკლამირების თვალსაზრისით. სტრატეგია იქნა წარმატებული, რამაც გაყიდვების სწრაფი ზრდა გამოიწვია. რედ ბული მალევე გახდა ცნობილი როგორც მარკეტინგული თვალსაზრისით, როგორც ქალაქის ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომელასვ ფუძედ უდევს ბევრი კამპანია. ასევე რედ ბულის სლოგანი არის "რედ ბული გაფრთიანებს" და "არ არის რედ ბული - არ გაქვს ფრთები" რაც სტიმულირებას უწევს ენერგეტიკულ სასმელს.
სპორტის სპონსორობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რედ ბულის ვირუსად მოდებას სხვადასხვა სფეროებში ისიც დაერთო რომ რედ ბულსი გახდა სპონსორი ბევრი ექსტრემალური სპორტის სახეობის: ყვინთვა, თხილამურებით სრიალი, BMX, ფრენაში, ასევე სკეიტბოარდის სხვადასხვა სახეობებში. 1990 წელს რედ ბული იყო სპონსორი მენიჩბე Xeno Müller, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო 1996 წელს. ამის გარდა მოთხილამურე Tanner Hall-ის სპონსორიც იყო, წომელმაც X თამაშებში ოქროს მოპოვება შეძლო half-pipe სტილში. რედ ბული ასევე არის მფლობელი და კონდუქტორი ფლუგთაგის ("ფრენის დღე" გერმანიაში); კომპანია ასევე არის მფლობელი საკუთარი ვერსია საპნის-ყუთის დერბის, რომელსაც რედ ბულის საპნის ყუთი ეწოდება და ამჟამად Cincinnati-ში, ოჰაიოში იმართებ; ასევეკომპანია ატარებს კონკურს ხელოვნების დარგში, სადაც მონაწილეებს ევალებათ შექმნან ნიმუში რედ ბულის გამოყენებით; ასევე რედ ბული არის მფლობელი Red Bull BC, რომელიც ინდივიდუალური შეჯიბრია ბრეიქდენსში.
რედ ბული არის სპონსორი ასევერამოდენიმე მოტორ სპორტის სახეობების, სადაც კომპანიას ასევე DTM აქვს (გერმანიის მასტერების ტური) სადაც განსაკუთრებით ასპონსორებს Abt Audi-ს გუნდს; დაქარ რალიში სპონსორია კამაზ მასტერის; VW რეისში კი Touareg გუნდის სპონსორია; KTM - Factory Motocross გუნდის; Moto - GP;
რედ ბული ასევე სპონსორია NASCAR-ს მრბოლელ Brian Vickers და Kasey Kahne-ს, ხოლო ფორმულა 1-ში კი Christian Klien და Vitantonio Liuzzi. კომპანია ასევე ასპონსორებს ახალგაზრდა კანადელ მრბოლელ Robert Wickens და მის თანაგუნდელ John Michael Edwards, რომლებიც მონაწილეობას იღებენ Champ Car Atlantic Series; ასევე უამრავ სხვა მრბოლელს: რალის მრბოლელი - Travis Pastrana; Moto GP მრბოლელებს Nicky Hayden და Dani Pedrosa; ამერიკულ სუპერბაიკში (AMA) მრბოლელ Eric Bostrom, Ben Bostrom და Jake Zemke, ხოლო ბრიტანულ სუპერბაიკში (BSB) მრბოლელ Jonathan Rea, Eugene Laverty და Ryuchi Kiyonari; 2007 წლიდან მოყოლებული რედ ბული არის NASCAR-ს ორი ახალი გუნდის სპონსორი; ტაი იუნიტმა ფილიპინელ პარტიორებთან ერთად, რეფორმები გაატარა და დააარსა Red Bull Barako კალათბურთის გუნდი, რომელიც მონაწილეობს ფილიპინების კალათბურთის ასოციაციაში (PBA) 2000 წლიდან მოყოლებული. ეს გუნდი კი ერთ-ერთი წარმატებული სპორტული კლუბი გახდა ფილიპინებში, რომელმაც 3-ჯერ მოახერხა PBA ჩემპიონის ტიტულის მოგება.
სპორტის მფლობელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რედ ბულმა დიდი რეკლამირება შეძლო მას შემდეგ რაც კომპანიამ არაერთი სპორტული გუნდი შეისყიდა და გადაიფორმა როგორც რედ ბული.
მოტოსრპოტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოტოსპორტში, რედ ბული არის მფლობელი რედ ბულ რასინგის (ყოფილი იაგუარ რასინგი) და ასევე სკუდერია ტორო როსოსი (ყოფილი მინარდი) F1 გუნდების. (სკუდერია ტორო როსო არის იტალიური რედ ბულის გუნდი). ორივე გუნდი წარმატებულად მონაწილეობს F1-ში. რედ ბულ რასინგი 2010 და 2011 წელს გახდა კონტრუქტორის და მრბოლელის ჩემპიონი, მას შემდეგ რაც 7 წელში დააგროვეს გამოცდილება.
2006 წელს, რედ ბულმა ასევე წარადგინა რედ ბულ რასინგი ნასკარში.
ფეხბურთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპანია ასევე ძალიან აქტიური იყო ფეხბურთთან დაკავშირებით. 2005 წლის 6 აპრილს, რედ ბულმა შეიძინა ავსტრიული კლუბი SV Austria Salzburg, რასაც სახელი გადაარქვა და რედ ბულ ზალცბურგი უწოდა, რასაც ავსტრიელების და ევროპის ქომაგების მიერ კრიტიკა მოჰყვა.
2005 წელს რედ ბულმა MetroStars შეიძინა, რომელიც მლს წევრია თამაშობს ნიუ-იორკის სახელით, თუმცა დაბინავებულია ნიუ ჯერსიში. შესყიდვის შემდეგ, კომპანიამ მეტროსტარსაც გადაუკეთა სახელი და საბოლოოდ ნიუ-იორკ რედ ბულზი დაარქვა. კომპანიამ გუნდს ასევე ახალი სტადიონი აუშენა, რომელიც 2010 წლის 20 მარტს გაიხსნა და სტადიონსაც „რედ ბულ არენა“ ჰქვია.
2007 წელს, რედ ბულმა ბრაზილიის დაბალ დივიზიონში დაიწყო ასპარეზობა რედ ბულის სახელით, რომელიც სან-პაოლოში მდებარეობს.
2009 წელს კი კომპანიამ გერმანიის მეხუთე დივიზიონის კლუბი SSV Markranstädt შეიძინა, რომლის ბაზა ლაიფციგში მდებარეობს. 2009-2010 წლის სეზონი კი გუნდმა RB Leipzig სახელით დაიწყო, სადაც კომპანიამ სამომავლო მიზნად, ქვეყნის პირველ დივიზიონში ასპარეზობა დაისახა უახლოეს ათ წელიწადში.
ყინულის ჰოკეი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპანიამ ასევე შეიძინა EC Salzburg, რომელიც ქალაქ ზალცბურგში მდებარეობს და ავსტრიის ყინულის ჰოკეის ლიგაში ასპარეზობს. 2000 წელს კი გუნდს სახელი შეეცვალა და Red Bull Salzburg ეწოდა.
მანქანები რეკლამისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამატებით სპორტულ სპონსორობისთვის, რედ ბულმა გამოიგონა MET (მობილური ენერგიის გუნდი) პროგრამა. გუნდი უმეტესწილად კოლეჯის სტუდენტებისგან შედგება, რომლებიც ატარებენ რედ ბულის მიერ სპეციალურ შექმნილ მანქანებს. მრბოლებები აღჭურვილები არიან რედ ბულის ლოგოთი, რომელიც უმეტესწილად მანქანის ემბლემაზე დიდია ხოლმე (სუზუკი ვიტარა, მინიკუპერიმ SportTrac, და ა.შ.). გუნდის ყოველდღიური მისია არის სპორტული ივენთების ჩატარება, საქმიანი საღამოების ჩატარება, კოლეჯის ივენთები, გაყიდვების ცენტრები და ა.შ. მობილური ენერგიის გუნდი ასევე არიან გასწავლულები რომ გაუწიონ რეკლამირება ენერგეტიკულ სასმელს მომხმარებელთან.
საქველმოქმედო პატრონაჟი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რედ ბული ასევე ცნობილია, როგორც შიდსის საწინააღმდეგო საქველმოქმედო აქციების დამხმარედ. გასული სამი წლის განმავლობაში დაფინანსებული იქნა "არ იარო მოდური შოუს საქველმოქმედო კვირა" სენტ ენდრიუსის უნვიერსიტეტში, რომელიც შოტლანდიაში მდებარეობს. "არ იარო" არის სტუდენტური ორგანიზაცია, რომელიც ხალხს ეხმარება ინფორმაციის მიწოდებაში, ასევე ასპონსორებს შიდსით დაავადებულებს შემოსული ფულით, რომელიც ყოველ წელს ტარდება. ამ შოუს ორგანიზატორობის თავი კი რა თქმა უნდა რედ ბულია, რომელიც ასევე მის ენერგეტიკულ სასმელს შოუს დროს უფასოდ არიგებს.
თვითმფრინავები რეკლამისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპანია ბევრ ისტორიულ შეკეთებულ საფრენ აპარატებს იყენებს სარეკლამო აქციებში, რომელთა შორისაა:
- Chance-Vought F4U-4 96995 (OE-EAS);
- Lockheed P-38L-5LO 44-53254 (N25Y);
- North American B-25J-30NC 44-86893 (N6123C);
- Douglas DC-6B;