სკუდერია ტორო როსო
![]() | |
სრული სახელი |
Red Bull Toro Rosso Honda (2018–2019) Scuderia Toro Rosso (2006–2017) |
---|---|
ბაზა | ფაენცა, იტალია |
გუნდის ხელმძღვანელ(ებ)ი | ფრანც ტოსტი |
დამფუძნებელი | დიტრიხ მატეშიცი |
ცნობილი მრბოლელები |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
ყოფილი სახელწოდება | Minardi F1 Team |
მომავალი სახელწოდება | Scuderia AlphaTauri |
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა | |
პირველი გამოჩენა | ბაჰრეინის გრან-პრი 2006 |
ბოლო გამოჩენა | აბუ-დაბის გრან-პრი 2019 |
რბოლები | 268 |
ძრავები | Cosworth, Ferrari, Renault, Honda |
კონსტრუქტორთა ჩემპიონი | 0 |
მსოფლიო ჩემპიონი | 0 |
რბოლაში გამარჯვება | 1 |
პოდიუმები | 3 |
პოულის პოზიციები | 1 |
სკუდერია ტორო როსო ან უბრალოდ ტორო როსო (იტალ. Scuderia Toro Rosso) ― ყოფილი ფორმულა 1-ის გუნდი იტალიიდან, რომლებსაც ფლობდა ავსტრიული კომპანია Red Bull. ასპარეზობდა 2006-2019 წლებში და ფუნქციონირებდა, როგორც „რედ ბულის“ უმცროსი გუნდი, რომლის მიზანი ახალგაზრდა პილოტების უფროს გუნდში გადასვლისთვის მომზადება იყო. 2020 წელს გუნდმა სახელი შეიცვალა „სკუდერია ალფა ტაურიზე“, რათა ხელი შეეწყო იმავე სახელის მქონე ტანსაცმლის ბრენდის პოპულარიზაციისთვის.[1]
Toro Rosso შეიქმნა მას შემდეგ, რაც 2005 წლის ბოლოს Minardi-ს მფლობელმა პოლ სტოდარტმა თავისი გუნდი დიტრიხ მატეშიცს მიჰყიდა. შემდგომში ახალ გუნდს Toro Rosso დაერქვა.
2006 წლის სეზონის დაწყებამდე მატეშიცმა ფორმულა ერთის ყოფილ პილოტ გერჰარდ ბერგერთან დადო გარიგება, რის შედეგადაც გუნდის აქციები ორ ნაწილად დაყვეს. 2008 წლის ნოემბრის ბოლოს Red Bull-მა ბერგერის კუთვნილი აქციების ნაწილი გამოისყიდა.[2]
2007-2013 წლებში გუნდი Ferrari-ს V8 ძრავებს იყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ უფროსი გუნდი 2007-ში Renault-ზე გადავიდა. 2014 წელს Toro Rosso-ც Renault-ზე გადავიდა, თუმცა მალევე დაუბრუნდა Ferrari-ს. 2017-ს გუნდი ისევ Renault-ზე გადავიდა (თუმცა მოიხსენიებოდა, როგორც Toro Rosso), 2018-ში კი, Honda-ს ძრავებზე. გუნდის ხელმძღვანელი იყო ფრანც ტოსტი, რომელიც მანამდე BMW-ს ავტოსპორტის დანაყოფში მუშაობდა.
ვიტანტონიო ლიუციმ გუნდისთვის პირველი ქულა დააგროვა 2006 წლის აშშ-ს გრან-პრიზე. გუნდის პირველი პოდიუმი, ასევე ერთადერთი პოულ-პოზიცია და გამარჯვება მოიპოვა სებასტიან ფეტელმა 2008 წლის იტალიის გრან-პრიზე. 2015 წლის ავსტრალიის გრან-პრიზე ნიდერლანდელი მაქს ვერსტაპენი ფორმულა ერთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა: მაშინ ის 17 წლის და 166 დღის იყო.
დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„მინარდი“ ფორმულა ერთში 1985-დან 2005-მდე ასპარეზობდა. მიუხედავად გულშემატკივრების მხრიდან დიდი მხარდაჭერისა, ის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი გუნდი იყო, მისთვის უმაღლესი პოზიცია მე-4 ადგილი იყო, რომელსაც გუნდის პილოტებმა 3 რბოლაში მიაღწიეს.
„მინარდის“ მფლობელმა პოლ სტოდარტმა განაცხადა, რომ მას გუნდის ყიდვის 41 შემოთავაზება მიუღია, თუმცა ის იმას მიყიდა, ვინც გუნდისთვის მასზე მეტის გაკეთებას შეძლებდა და ვინც გუნდის ბაზას იტალიაში დატოვებდა.[3] შედეგად გუნდი Red Bull GmbH-მა იყიდა.
Red Bull-მა გუნდის იმდროინდელი სახელის გამოყენებისგან უარი თქვა, თუმცა ახალ სახელში იტალიური ენა შენარჩუნდა. Red Bull-მა გუნდს სახელი ყიდვისთანავე შეუცვალა. თავდაპირველად, ახალ გუნდს „სკვადრა ტორო როსო“ ერქვა, თუმცა ის მალევე შეიცვალა „სკუდერია ტორო როსო“-ზე“.
ყოფილი „მინარდის“ გულშემატკივრები უკმაყოფილონი იყვნენ ამ ცვლილებით. მათგან 15 000-მა ძველი სახელწოდების დაბრუნების პეტიციას მოაწერა ხელი, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Cosworth-ის ძრავები (2006)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2006 წლის სეზონში „ტორო როსოს“ STR1-ს ვიტანტონიო ლიუცი და სკოტ სპიდი მართავდნენ. ნილ იანი გუნდის მესამე პილოტი იყო.
2006 წლის შასი წინა წლის „რედ ბულის“ RB1-ის მოდიფიცირებული ვერსია იყო. ზოგიერთი გუნდის აზრით, ეს კონკორდი შეთანხმებების პირობებს არღვევდა, რომლის მიხედვიდაც გუნდებს სარბოლო მანქანები თვითონ უნდა შეექმნათ.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სკუდერია ტორო როსო“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Toro Rosso's name change to Alpha Tauri confirmed in provisional 2020 entry list | Formula 1® en. ციტირების თარიღი: 2 December 2019
- ↑ Red Bull to buy out Berger at Toro Rosso. Formula One World Championship Limited (26 November 2008). ციტირების თარიღი: 22 March 2018
- ↑ Irvine in talks over Minardi sale news.bbc.co.uk. Retrieved 2 August 2006.