შინაარსზე გადასვლა

Porsche 911

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Porsche 911
მიმოხილვა
მწარმოებელი Porsche AG
გამოშვების წელი 1964
აწყობა გერმანია: შტუტგარტი, ბადენ-ვიურტემბერგი
დიზაინერი ფერდინანდ ბუცი პორშე
სხეული და შასი
კლასი სპორტული მანქანა
ტრანსმისია
ძრავი 3.6 ლიტრიანი, ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავა
ზომები
სიგრძე 4519 მმ
სიგანე 1852 მმ
სიმაღლე 1300 მმ
წონა 1580 კგ

Porsche 911 — ორკარიანი 2+2 მაღალი წარმადობის უკანა ძრავით აღჭურვილი სპორტული ავტომობილი, რომელიც წარადგინეს 1964 წლის სექტემბერში, შტუტგარტში, გერმანია. მას აქვს უკან დამონტაჟებული ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავა და ორიგინალი გრეხითი (ტორსიონული) საკიდარი. მანქანა მუდმივად იხვეწებოდა წლების განმავლობაში, მაგრამ ძირითადი კონცეფცია უცვლელი დარჩა.[1] ძრავებს ჰაერის გაგრილების სისტემა ჰქონდა 1998 წლამდე.[2]

991 არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საკონკურსო მანქანა. 1970-იანი წლების შუა პერიოდში, ბუნებრივად ასპირაციულმა 911 Carrera RSR-მა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატები რბოლაში, მათ შორის ტარგა ფლორიო და დეიტონას 24 საათი. 911-ის მიერ წარმოებულა 935 ტურბომ მოიგო ლე მანის 24 საათიანი რბოლა 1979 წელს. Porsche-მ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი Makes-ისთვის 1976, 1977, 1978 და 1979 წლებში 911-ის მიერ წარმოდებული მოდელებით.

1999 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში, საუკუნის მანქანებს შორის პორშე 911 მეხუთე ადგილზე გავიდა.[3] ამ საუკეთესო ხუთეულიდან 911 არის ორიდან ერთ-ერთი რომელიც კვლავ წარმოებაშია.[4] პორშე 911-ის მემილიონე ნიმუში დამზადდა 2017 წლის მაისში.[5]

მიუხედავად იმისა, რომ Porsche-მ გამოიყენა შიდა კოდის ნომრები 911-ის თითოეული სერიისთვის, ყველა მოდელი გაიყიდა როგორც 911s. მოდელის სერია და მასთან დაკავშირებული შიდა კოდები შემდეგია: ოდელის სერია და მასთან დაკავშირებული შიდა კოდები შემდეგია:

  • 911 (1964–1989)
  • 930 (1975–1989) ტურბო ვერსიით
  • 964 (1989–1994)
  • 993 (1995–1998) უკანასკნელი ჰაერის გაგრილების სისტემის მქონე 911
  • 996 (1999–2004) სრულიად ახალი კორპუსი და წყლის გაგრილებულის სისტემის ძრავები
  • 997 (2005–2012)
  • 991 (2012–2019) სრულიად ახალი კორპუსი
  • 992 (2019–)

911-ები ასევე დაყოფილია ოჯახებად, კორპუსის სტილის ან ძრავის მიხედვით:

  • 911 Carrera: Carrera, Carrera S, Carrera 4, Carrera 4S, Carrera GTS, Carrera 4 GTS, Carrera T ჩათვლით. ყველა ხელმისაწვდომია კაბრიოლეტის სახით, გარდა Carrera T.
  • 911 ტარგა: Targa 4, Targa 4S, Targa 4 GTS ჩათვლით.
  • 911 Turbo: Turbo-ს ჩათვლით, Turbo S. ყველა ხელმისაწვდომია კაბრიოლეტების სახით.
  • GT3/GT3 RS: არის 911 Carrera-ს მაღალი ხარისხის ვარიანტი რომელიც შექმნილია ტრასისთვის ბუნებრივად ასპირაციული ძრავით და rear wheel. არ არსებობს კონვერტირებადი ვერსია. უფრო კომფორტზე ორიენტირებული GT3 Touring ხელმისაწვდომია 991 და 992 თაობებისთვის
  • GT2/GT2
  1. Corlett, Tony (2005). Porsche 911 3.2 Carrera: The Last of the Evolution. Veloce Publishing. ISBN 978-1-904788-65-2
  2. [1] "Porsche 993 Overview". sloancars.com. Archived from the original on 25 March 2016. Retrieved 24 March 2016.
  3. [2] This Just In: Model T Gets Award
  4. Paternie, Patrick C. (2001). Porsche 911. MotorBooks/MBI Publishing. ISBN 978-0-7603-0796-0.
  5. One Million Dreams: This Is the 1,000,000th Porsche 911
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Porsche_911“-დან