PinkPantheress

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
PinkPantheress
ინგლ. Vicky Beverly Walker

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ვიქტორია ბევერლი უოლკერი
დაბ. თარიღი 18 აპრილი, 2001 (2001-04-18) (23 წლის)
დაბ. ადგილი ბათი
წარმოშობა ბათი, ინგლისი)
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2020 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი pantheress.pink
PinkPantheress ვიკისაწყობში

ვიქტორია ბევერლი უოლკერი, ცნობილი როგორც PinkPantheress (ინგლ. Vicky Beverly Walker; დ. 2001 წლის 18 აპრილი, ბათი, ინგლისი) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი. PinkPantheress-ის სიმღერები მოიცავს უამრავ ჟანრს, მათ შორისაა ბედრუმ-პოპი, დრამ-ენდ-ბეისი, ალტ-პოპი და ტუსტეპ-გერიჯი.

2021 წელს, ლონდონის უნივერსიტეტში სწავლის დროს, მუსიკოსმა გამოაქვეყნა რამდენიმე სიმღერა TikTok-ზე, რომლებიც მალევე ვირუსულად გავრცელდა. ამის შემდეგ, მუსიკოსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლებთან - Parlophone და Elektra Records. მუსიკოსის სინგლები „Just for Me" და „Pain", მისი სადებიუტო მიქსტეიპიდან To Hell with It (2021), მოხვდნენ გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტის ტოპ 40-ეულში და მიიღეს ვერცხლის სერტიფიკატი ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციის (BPI) მიერ. მუსიკოსის 2023 წლის სინგლი, „Boy's a Liar", გავიდა მეორე ადგილზე დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში, ხოლო კომპოზიციის რემიქსი რეპერ Ice Spice-თან ერთად გახდა მუსიკოსის პირველი ჩანაწერი Billboard Hot 100-ში, რომელიც მოხვდა ჩარტის ხუთეულში.

PinkPantheress-მა მოიგო BBC-ის Sound of 2022-ის გამოკითხვა და ნომინირებული იყო სამ NME-ის ჯილდოზე.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

PinkPantheress დაიბადა 2001 წლის 18 აპრილი ბათში, ინგლისი. მუსიკოსის დედა წარმოშობით კენიელია, ხოლო მამა ინგლისელი.[1] მას ჰყავს ერთი უფროსი ძმა, რომელიც მუშაობს ხმის რეჟისორად.

5 წლის ასაკში მუსიკოსის ოჯახი ბათიდან კენტში გადავიდა საცხოვრებლად.[2] მალევე მუსიკოსის მამა გადავიდა სამუშაოდ შეერთებულ შტატებში, ოსტინში, ტეხასის უნივერსიტეტში.

მუსიკოსი ბავშვობაში ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დადიოდა და 12 წლის ასაკში იმღერა ბენ კინგის „Stand by Me" სკოლის ნიჭიერების შოუზე. 14 წლის ასაკში PinkPantheress გახდა სკოლის როკ-ჯგუფის წამყვანი ვოკალისტი. ისინი მღეროდნენ My Chemical Romance-ის, Paramore-ისა და Green Day-ის სიმღერებს. ჯგუფი ასევე გამოვიდა სკოლის მუსიკალურ ფესტივალზე.[3]

მუსიკოსმა დაიწყო მუშაობა დაახლოებით 13 წლის ასაკში. ის თინეიჯერობის დროს მუშაობდა Marks & Spencer-ში, Claire's-სა და Co-op-ში. იგი სწავლობდა კინოხელოვნებას ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში 2022 წლამდე, სანამ მიატოვებდა სწავლას.[4]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

PinkPantheress-მა მუსიკის წერა საშუალო სკოლაში დაიწყო. მალევე, მან დაიწყო თავისი სიმღერების ატვირთვა SoundCloud-ზე. მას შემდეგ, რაც 2020 წლის დეკემბერში მის პირად TikTok ანგარიშზე გამოქვეყნებულმა ვიდეომ 500 000-ზე მეტი მოწონება დააგროვა, მუსიკოსმა იმავე თვეში გამოაქვეყნა თავისი სიმღერის, „Just a Waste", ფრაგმენტი PinkPantheress-ის სახელით, იმ იმედით, რომ კომპოზიცია მოიპოვებდა ფართო აუდიტორიის ყურადღებას. სიმღერა ვირუსულად გავრცელდა პლატფორმაზე.[5][6]

PinkPantheress-ის კიდევ ერთი ახალი სიმღერა, „Pain", ვირუსულად გავრცელდა TikTok-ზე 2021 წლის იანვარში და ამავე წლის აგვისტოში ბრიტანეთის სინგლების ჩარტში 35-ე ადგილი დაიკავა. მისი ახალი სინგლი „Break It Off" ასევე ვირუსულად გავრცელდა TikTok-ზე 2021 წლის დასაწყისში. მუსიკოსმა გამოუშვა სიმღერა „Passion" 2021 წლის თებერვალში, ხოლო 2021 წლის აპრილში ხელი მოაწერა კონტრაქტს ხმის ჩამწერ ლეიბლებთან Parlophone და Elektra Records.[7][8] ასევე იმ თვეში გამოვიდა „Break It Off"-ის მუსიკალური ვიდეო.

მას შემდეგ, რაც TikTok-ზე მისი სიმღერის „Just for Me“ ფრაგმენტმა მიიპყრო ყურადღება, მან გამოუშვა იგი 2021 წლის აგვისტოში, მის მიერ გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად, რომელიც გამოვიდა კომპოზიციის გამოშვებიდან მომდევნო თვეში. კომპოზიცია გახდა მუსიკოსის მეორე ტოპ-40 ჰიტი გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში. 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში მუსიკოსმა გამოაცხადა მისი სადებიუტო მიქსტეიპის გამოსვლის თარიღი და სახელწოდება, To Hell with It. ასევე, მან გამოუშვა სიმღერა „I Must Apologise". მუსიკოსის მიქსტეიპი To Hell With It გამოვიდა 2021 წლის 15 ოქტომბერს. მიქსტეიპის დებიუტი შედგა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში მე-20 ადგილზე.[9][10]

2022 წლის აპრილში PinkPantheress-მა დაიწყო ტურნე. მან გამოუშვა „Picture in my Mind" სემ გელაიტრთან ერთად 2022 წლის აგვისტოში. მან თავისი სადებიუტო ალბომის შესახებ პირველად Pitchfork-თან ინტერვიუში ისაუბრა. 30 ნოემბერს მან გამოუშვა ჰიტი „Boy's a Liar", რომელიც მალევე გახდა პოპულარული. 2023 წლის თებერვალში მან გამოუშვა „Boy's a Liar Pt. 2" Ice Spice-თან ერთად.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ochefu, Christine. PinkPantheress: 'Music's been the same for so long. Can we get something else?' en (15 October 2021). ციტირების თარიღი: 17 October 2021
  2. Pometsey, Olive. From TikTok sensation to celebrated songster: meet PinkPantheress en (1 December 2021). ციტირების თარიღი: 6 January 2022
  3. Issawi, Danya. PinkPantheress Has 1 Million Fans on TikTok en (6 November 2021). ციტირების თარიღი: 10 November 2021
  4. Runway, Bree. (16 February 2022) PinkPantheress Talks to Bree Runway About Life After Blowing Up en. ციტირების თარიღი: 5 March 2022
  5. Kent-Smith, Jasmine. Cover story: PinkPantheress – Just a feeling en (17 November 2021). ციტირების თარიღი: 7 January 2022
  6. Chaudhry, Aliya. TikTok's Latest Breakout Star Hides Her Name, but She Can't Escape Her Fame en (21 October 2021). ციტირების თარიღი: 1 November 2021
  7. Murray, Robin. PinkPantheress Returns With New Single 'Passion' en (7 February 2021). ციტირების თარიღი: 19 July 2021
  8. H, Rob. PinkPantheress delivers another intimate DnB banger, 'Passion' en (2 July 2021). ციტირების თარიღი: 19 July 2021
  9. Haylock, Zoe. Add PinkPantheress's Debut Mixtape to Your MySpace Profile en-us (15 October 2021). ციტირების თარიღი: 15 October 2021
  10. Griffiths, George. Coldplay claim fastest-selling album of 2021 so far en. Official Charts Company (22 October 2021). ციტირების თარიღი: 25 October 2021
  11. Torres, Eric. (2023-02-03) PinkPantheress and Ice Spice Share New "Boy's a Liar Pt. 2" en-US. ციტირების თარიღი: 2023-02-03