Perpetual Flame

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Perpetual Flame

სტუდიური ალბომი - ინგვი მალმსტინი
გამოცემის თარიღი 14 ოქტომბერი, 2008
ჟანრი ნეო-კლასიკური მეტალი, მძიმე მეტალი, პაუერ მეტალი
ხანგრძლივობა 66:09
ლეიბლი Rising Force, Koch
პროდიუსერი ინგვი მალმსტინი
ინგვი მალმსტინი – ქრონოლოგია

Unleash the Fury
(2005)
Perpetual Flame
(2008)
Angels of Love
(2009)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars[1]
Metal-Rules 4/5 stars[2]

Perpetual Flameგიტარისტ ინგვი მალმსტინის სტუდიური ალბომი, გამოსული 2008 წლის 13 და 14 ოქტომბერს, შესაბამისად ევროპაში და აშშ-სა და კანადაში. ეს იყო პირველი ალბომი 2005 წლის Unleash the Fury-ის შემდეგ და ასევე პირველი, რომელიც ჯუდას პრისტის ყოფილ ვოკალისტ ტიმ „რიპერ“ ოუენსთან ერთად ჩაიწერა. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ასევე დერეკ შერინიანმა კლავიშებზე.

ამ მუსიკალური პროექტის და საერთოდ, მალმსტინის შემოქმედებითი კარიერის წინსვლად ითვლება ახალი ვოკალისტის, ჯუდას პრისტისა და Iced Earth–ის ყოფილი მთავარი ვოკალის, ტიმ ოუენსის მოსვლა მალსმტინის მუსიკაში: მალმსტინის ადრინდელი ვოკალისტებისაგან განსხვავებით, რომლებიც ხმის ტემბრის ხასიათისა და დიაპაზონის მიხედვით ნაკლები მრავაფეროვნებით ხასიათდებოდნენ, ტიმ ოუენსმა ახალი სიცოცხლე შემატა მის მუსიკას: მას ახასიათებს ვოკალის მდიდარი ჰარმონიული ქორუსი, აგრესიული დინამიკა და მელოდიურობა. ეს იყო სწორედ ის, რაც აქამდე აკლდა მალმსტინის მუსიკას ვოკალის ასპექტში.[3]

ამ ალბომის მუსიკალური სპექტრი ასევე გაამდიდრა კლავიშებიანი ინსტრუმენტების დამკვრელმა და კომპოზიტორმა დერეკ შერინიანმა,[4] რომელმაც მანამდე სხვა როკ–ვარსკვლავებთან და ჯგუფებთან ჰქონდა ნამუშევარი, როგორებიც არიან ელის კუპერი, კისი, Dream Theater, ასევე ცნობილია თავისი სოლო პროექტით, სახელწოდებით Planet X.

დრამების პარტიები ჩაწერა პატრიკ იუჰანსონმა, რომელმაც აქამდე მალმსტინის არაერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა. ამ ალბომში მალმსტინი მთავარი ვოკალის როლშიც გვევლინება კომპოზიციაში Magic City, რაც ალბომის კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზია.

ამ ალბომში მკვეთრად იგრძნობა მალმსტინის, როგორც გიტარისტ–ვირტუოზისა და კომპოზიტორის, თავისი შემოქმედებისადმი ერთგვარი ახლებური მიდგომა, ახალი „ფორმულის“ აღმოჩენა კომპოზიციების სტრუქტურაში, მის შესრულებასა და მუსიკოსების შემადგენლობაში.[3] მისი დაკვრის ტექნიკა, სოლო პარტიები და იმპროვიზაცია უფრო გაბალანსებული, კონტროლს დაქვემდებარებული და კომპაქტურია, ყოველი კომპოზიციის მელოდიური მხარე უფრო მეტი გულდასმითაა აგებული.[3]

ფერარის მარკის მანქანებით მალმსტინის გატაცება საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ამის დასტურია ამ ალბომის ერთადერთი სინგლი - Red Devil, რომელიც ფერარის სიყვარულითა და პატივისცემით შექმნა მალმსტინმა.[5]

მხარდამჭერ ტურნეზე მალმსტინს შეუერთდა ბასისტი ბიორნ ენგლენი და კლავიში მაიკლ ტროი.

2008 წლის 25 ნოემბერს ტრეკები Red Devil, Damnation Game და Caprici di Diablo გახდა გადმოქაჩვადი თამაშებისთვის Rock Band და Rock Band 2.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ინგვი მალმსტინი.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Death Dealer“5:26
2.„Damnation Game“5:04
3.„Live to Fight (Another Day)“6:13
4.„Red Devil“4:07
5.„Four Horsemen (Of the Apocalypse)“5:23
6.„Priest of the Unholy“6:47
7.„Be Careful What You Wish For“5:29
8.„Caprici di Diablo“4:28
9.„Lament“4:31
10.„Magic City“7:26
11.„Eleventh Hour“8:03
12.„Heavy Heart“5:58
13.„Perpetual Flame“ 

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Allmusic review
  2. Metal-Rules review
  3. 3.0 3.1 3.2 ალბომის მიმოხილვა: Perpetual Flame. Encyclopaedia Metallum. წაკითხვის თარიღი: 2010-11-07.
  4. ალბომის მიმოხილვა: Perpetual Flame. ReviewBusters.net. წაკითხვის თარიღი: 2010-11-07.
  5. ალბომის მიმოხილვა: Perpetual Flame. Revelationz.net. წაკითხვის თარიღი: 2010-11-07.