One Piece
One Piece | |
![]() | |
ワンピース (ვან-პის) | |
---|---|
ჟანრი | სათავგადასავლო, ფენტეზი |
მანგა | |
ავტორი | ეიჩირო ოდა |
გამომცემელი | Shueisha |
გამომცემელი ინგლისურად | |
ჟურნალი | Weekly Shōnen Jump |
ჟურნალი (ინგლისურად) | |
ორიგინალური გამოცემა | 18 ივლისი, 1998 – დღემდე |
ტომები | 97 |
ანიმე ფილმი | |
Defeat Him! The Pirate Ganzack! | |
რეჟისორი | გორო ტანიგუჩი |
პროდიუსერი | ტეცუო დაიტოკუ, ჰიდეკაძუ ტერაკავა |
სცენარი | ჰიროაკი კიტაძიმა |
მუსიკა | ტოშია მოტომიჩი |
სტუდია | Production I.G |
გამოსვლის თარიღი | 26 ივლისი, 1998 |
ხანგრძლივობა | 29 წთ. |
ანიმე ტელესერიალი | |
რეჟისორი |
|
სტუდია | Toei Animation |
ლიცენზიატი | |
ორიგინალური არხი | Fuji TV (და FNS-ის სხვა არხები) |
ინგლისურად ჩვენება | |
ორიგინალური ეთერი | 20 ოქტომბერი, 1999 – დღემდე |
ეპიზოდები | 790 |
ანიმე ფილმი | |
One Piece: Romance Dawn Story | |
რეჟისორი | კაცუმი ტოკორო |
პროდიუსერი | იოსუკე ასამა |
სცენარი | ცუიოში საკურაი |
მუსიკა | კოჰეი ტანაკა, შირო ჰამაგუჩი |
სტუდია | Toei Animation |
გამოსვლის თარიღი | 21 სექტემბერი 2003 |
ხანგრძლივობა | 34 წთ. |
ორიგინალური ვიდეო ანიმაცია | |
One Piece Film Strong World: Episode 0 | |
რეჟისორი | ნაოიუკი იტო |
პროდიუსერი | ჰიროაკი შიბატა |
სცენარი | ჰიტოჩი ტანაკა |
მუსიკა | კოჰეი ტანაკა, შირო ჰამაგუჩი |
სტუდია | Toei Animation |
გამოსვლის თარიღი | 12 დეკემბერი, 2009 |
ხანგრძლივობა | 30 წთ. |
„One Piece“ — იაპონური მანგას სერია, დაწერილი და ილუსტრირებული ეიჩირო ოდას მიერ. იგი იბეჭდება ყოველკვირეულ გაზეთ Shueisha-ში, 1997 წლის 19 ივლისიდან. დღემდე გამოცემულია 97 ტანკობონი. სიუჟეტში მოთხრობილია მანკი დ. ლუფის შესახებ. იგი ახალგაზრდა მეკობრეა, რომელიც შემთხვევით ჭამს „ეშმაკის ხილს“, რის გამოც მისი სხეული იცვლება და რეზინის ხდება. იგი ქმნის ჩალის ქუდიანი მეკობრეების დაჯგუფებას და იკვლევს დიდ გამყოფ რიფს, რათა აღმოაჩინოს მსოფლიოს უდიდესი საგანძური და გახდეს მკობრეების შემდეგი მეფე.
მანგა ადაპტირებული იქნა ორიგინალურ ვიდეო ანინაციად, რომელიც 1998 წელს გამოვიდა, ხოლო Toei Animation-მა 1999 წელს გამოუშვა ანიმაციური ტელესერიალიც, რომელიც 769 ეპიზოდს მოიცავს. Toei-მ აგრეთვე გამოუშვა 13 სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, ერთი ოვა და 11 სპეციალური სატელევიზიო ეპიზოდი. ჩრდილოეთ ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში ლიცენზია მათ ჩვენებაზე Viz Media-მ მოიპოვა, ხოლო ავსტრალიაში - Madman Entertainment-მა. 4Kids Entertainment-ის მიერ ლიცენზირების შედეგად, One Piece 2004 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში ინგლისურად გამოვიდა, თუმცა მოგვიანებით ლიცენზია გაუქმდა და 2007 წელს მოპოვებული იქნა Funimation-ის მიერ.
One Piece-მა მოიპოვა საყოველთაო აღიარება პერსონაჟების, იუმორის და ხატვის სტილისთვის. მან დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდი ერთი ავტორის მიერ ყველაზე ბევრი გამოცემული კომიქსებისთვის. 2016 წლისთვის გამოცემული იყო მანგის 380 მილიონი ერთეული.
მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვან პისის სამყარო დასახლებულია ადამიანების და სხვადასხვა რასების, მაგალითად თევზკაცების, მიერ. ის დაფარულია ორი დიდი ოკეანით, რომლებსაც ყოფს დიდი მთების სისტემა, რომელიც სამყაროში ერთადერთი კონტინენტია. დიდი წყალგამყოფი რიფი ეწოდება ზღვას, რომელიც წითელი ხაზის პარალელურად მიდის და სამყაროს ყოფს 4 ზღვად.რიფს შემოსაზღვრავს ორი რეგიონი, სახელად „წყნარი ქამრები“, რომლებსაც ახასიათებთ ნულოვანი ქარი და წყლის დინებები. მასში ბინადრობენ ზღვის მეფეები (გიგანტური თევზების სახეობა). მათ თავიდან ასარიდებლად საზღვაო ფლოტის წევრები იყენებენ ზღვის პრიზმის ქვებს, ყველა სხვა გემი კი იძულებულია, გამოიყენოს უფრო საშიში გზა — უკუღმართი მთა.
დინებები და ამინდი დიდ წყალგამყოფ რიფზე არ ემორჩილებიან ბუნების კანონებს. ამისდა მიუხედავად, კუნძულების გარშემო ჰავა სტაბილურია. აქ არსებული მაგნიტური ველის გამო ჩვეულებრივი კომპასები არ მეშაობენ, რაც ნავიგაციას უფრო ართულებს, რის გამოც აუცილებელი ხდება სპეციალური კომპასების გამოყენება. ეს კომპასები ახდენენ ავტოკორექციას თითუეული კუნძულის მაგნიტური ველისთვის.
ერთიანი საგანძურის სამყაროში იყენებენ მოდიფიცირებულ ლოკოკინებს (დენ-დენ მუში) — ლოკოკინის მსგავს ცხოველს, რომელიც უკავშირდება ელექტრონულ სიხშირეებს, მაგალითად: სატელეფონო ხაზებს, ფაქსის აპარატებს, კამერებს და ა.შ. მათი ნიჟარები შეიძლება გამოყენებულ იქნას კინეტიკური ენერგიის, ქარის, ხმის, სურათების და ტემპერატურის შესანახად.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „One Piece“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი (იაპონური)
- მანგის ოფიციალური საიტი (იაპონური)
- ანიმეს ოფიციალური საიტი Toei Animation-ზე (იაპონური)
- მანგის ოფიციალური საიტი (Viz Media)
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2008-12-07 საიტზე Wayback Machine. (Madman Entertainment)
- ანიმეს ოფიციალური საიტი (Funimation)
- „One Piece“ (მანგა) საიტის Anime News Network ენციკლოპედიაში