Neon Genesis Evangelion

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Neon Genesis Evangelion
Evangelion retouched.png
新世紀エヴァンゲリオン
(შინ სეიკი ევანგერიონ)
ჟანრი მექა-ანიმე და მანგა, აპოკალიფსური და პოსტ-აპოკალიფსური, ფსიქოლოგიური თრილერი
ანიმე ტელესერიალი
რეჟისორი ჰიდეაკი ანო
პროდიუსერი ნორიკო კობაიაში
იუტაკა სუგიამა
მუსიკა შირო საგისუ
სტუდია Gainax
Tatsunoko Production
NAS
ლიცენზიატი
ორიგინალური არხი TXN (TV Tokyo)
ინგლისურად ჩვენება
ორიგინალური ეთერი 4 ოქტომბერი, 199527 მარტი, 1996
ეპიზოდები 26
ფილმები

Neon Genesis Evangelion (იაპონ. 新世紀エヴァンゲリオン შინ სეიკი ევანგერიონ?, სიტყვასიტყვით „ახალი საუკუნის სახარება“), აგრეთვე ცნობილი როგორც უბრალოდ Evangelion ან Eva — იაპონური სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ანიმე ტელესერიალი, გამოშვებული Gainax-ის და Tatsunoko Production-ის მიერ. მისი რეჟისორია ჰიდეაკი ანო. ტელესერიალი TV Tokyo-ზე 1995 წლის ოქტომბრიდან 1996 წლის მარტამდე გადიოდა. ორიგინალურ იაპონურ ვერსიაში პერსონაჟებს ახმოვანებენ მეგუმი ოგატა, მეგუმი ჰაიაშიბარა და იუკო მიამარა. მუსიკის ავტორია შირო საგისუ.

Evangelion პოსტ-აპოკალიფსური თემატიკის არის. მისი მოქმედება მიმდინარეობს ტოკიოში გლობალური კატაკლიზმის შემდეგ. მთავარი პერსონაჟია შინძი, მოზარდი ბიჭუნა, რომელიც მამამ ფარულ ორგანიზაცია Nerv-ში მოაწყო, გიგანტური ბიო-მექანიზმ „Evangelion“-ის სამართავად. უკანასკნელი განკუთვნილია „ანგელოზებთან“ საბრძოლველად. სერიალში ასახულია რობოტის პილოტების და Nerv-ის წევრების ცხოვრება, მასში უხვად არის ფსიქოანალიზის თემები, ისევე, როგორც რელიგიური სიმბოლიზმი, სიუჟეტები, აღებული კაბალადან, ქრისტიანობიდან და იუდაიზმიდან.

Neon Genesis Evangelion-მა ფართო აღიარება ჰპოვა, რასაც ახლდა მრავალი სკანდალიც[1]. სერიალი კულტურულ სიმბოლოდ იქცა და გავლენა იქონია ანიმეს კულტურულ და ტექნიკურ აღორძინებაზე. მას აგრეთვე მოჰყვა სრულეტრაჟიანი ფილმი, მანგა, საშინაო ვიდეო და სხვა დაკავშირებული ნაწარმი, შემდგომში აღნიშნული დიდი კომერციული წარმატებით როგორც იაპონიაში, ასევე ქვეყნის გარეთ. 2007 წლისთვის ფრენჩაიზის გაყიდვებიდან შემოსავალმა 150 მილიარდ იაპონურ იენას გადააჭარბა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Solomon, Charles. (April 10, 2002) Anime Series Draws on a World of Alienation. Los Angeles Times. წაკითხვის თარიღი: May 30, 2017.