კაბალა (იუდაიზმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაბალა (მრავალმნიშვნელოვანი).
კაბალა
ქვე-საკითხები
კაბალა
სეფიროტი
გემატრია
კელიფოტი
რაზიელი
ენ სოფი
ციმცუმი
ხე ცხოვრებისა
სედერ ჰიშტალშელუსი
ებრაული მედიტაცია
კაბალისტური ასტროლოგია
ებრაელთა ასტროლოგია
ხალხი
შიმონ ბარ იოჰაი
მოშე კორდოვერო
ისააკ ბრმა
ბაჰია ბენ აშერი
აზრიელი
იოსებ კარო
ისრაელ სარუგი
იაკობ ემდენი
ტექსტები
ზოჰარი
სეფერ იეცირა
სეფერ ბაჰირი
რაზიელ მალახი
ილანი
ეც ჰაიმი
თორა
კატეგორიები
კაბალა
ებრაული მისტიციზმი
ოკულტიზმი
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

კაბალა (ივრითი קַבָּלָה‎ – მიღება) — მოძღვრება იუდაიზმში.

კაბალას მთავარი წყარო სეფერ იეცირა, ზოჰარი და ჰარის (არიზალისა და ჰარის სახელით ცნობილი რაბინ იცხაკ ლურია აშკენაზის ნაშრომები) ტექსტებია. კაბალა ორთოდოქსი ებრაელების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტული სწავლებაა. სიტყვა კაბალას წარმოშობა დაუდგენელია, თუმცა მის შემოტანას ფილოსოფოსს სოლომონ იბნ გებიროლს (1021-1058 წწ.) და XIII საუკუნის ესპანელ კაბალისტს — ბაჰია ბენ აშერს. ეს ტერმინი ებრაული ეზოთერული ცოდნისა და პრაქტიკების აღსანიშნავად გამოიყენება. მისი მიმდევრების თანახმად, კაბალის საშუალებით ადამიანი სულიერად უფრო უახლოვდება ღმერთს, ამიტომაც თვლიან, რომ კაბალა კაცობრიობას ღვთის ქმნილებების ჭვრეტის საშუალებას აძლევს.

XX საუკუნის უდიდესი კაბალისტი რაბი იეჰუდა აშლაგი – ბაალ სულამი კაბალის ასეთ განმარტებას იძლევა: „კაბალა, არც მეტი და არც ნაკლები, წარმოადგენს უმაღლესი ძალების ზემოდან ქვემოთ დაშვების მიზეზ-შედეგობრივ თანმიმდევრობას, რომელიც აბსოლუტურ და მუდმივ კანონებს ექვემდებარება. ძალების, რომლებიც გაერთიანებული და მიმართულია ერთი უაღრესად მაღალი მიზნის მისაღწევად, რასაც „ადამიანისათვის შემქმნელის ამქვეყნად გამოვლენა“ ეწოდება.

კაბალას უკანასკნელი ასწლეულის არაერთი ებრაული მოძრაობა ეფუძნება — კერძოდ, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორებიცაა ჰასიდიზმი და რელიგიური სიონიზმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: