შინაარსზე გადასვლა

Naked (Blue Pearl-ის ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Naked
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 1990
ლეიბლი Big Life
პროდიუსერი Youth
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic2/5 stars[1]

Naked — ინგლისური ელექტრონული ჯგუფ Blue Pearl-ის სადებიუტო და ერთადერთი ალბომი, გამოცემული 1990 წელს. მასში, სხვა სიმღერებთან ერთად, შეტანილია ჯგუფის ჰიტები „Naked in the Rain“ (ბრიტანეთი - #4), „Little Brother“ (ბრიტანეთი - #31)[2] და კეიტ ბუშის „Running Up That Hill“-ის ვერსია.

გიტარისტი და პინკ ფლოიდის წევრი დეივიდ გილმორი უკრავს ალბომის სამ სიმღერაში („Naked In The Rain“-ში, „Running Up That Hill“ ქავერ-ვერსიაში და „Alive“-ში). „Alive“-ში აგრეთვე კლავიშებიან საკრავებზე უკრავს პინკ ფლოიდის კლავიშისტი, რიჩარდ რაიტი. სიმღერებში „Down To You“ და „Alive“ ბას-გიტარაზე გაი პრეტი (პინკ ფლოიდის დამატებითი ბას-გიტარისტი) უკრავს. გერი უოლისი (პერკუსიონისტი პინკ ფლოიდის ორ საკონცერტო ტურნეში) უკრავს სიმღერებში „I Never Knew“, „Running Up That Hill“, „Alive“, „Rollover“ და „Over You“. ტიმ რენუიკი (პინკ ფლოიდის დამატებითი გიტარისტი უკანასკნელ ტურნეებში) უკრავს „Chemical Thing“-ში.

„Alive“-ს ახლდა ოფიციალური მუსიკალური ვიდეოც, რომელშიც გილმორიც ჩნდება.

  • Naked in the Rain - 4:11
  • Down to You - 4:13
  • Chemical Thing - 5:12
  • I Never Knew - 4:35
  • Running Up That Hill - 4:53
  • Little Brother - 5:21
  • Alive - 6:27
  • Rollover - 5:16
  • Without Love - 4:51
  • Over You - 4:01
  • Chemical Thing (ემბინტური მიქსი) - 5:10
  • Rollover (აკაპელა) - 4:30
ჩარტი პოზიცია
ბრიტანეთი[2] 58
  1. Blue Pearl - Blue Pearl - Songs, Reviews, Credits - AllMusic. ციტირების თარიღი: 23 March 2017.
  2. 2.0 2.1 BLUE PEARL - full Official Chart History - Official Charts Company. ციტირების თარიღი: 23 March 2017.