შინაარსზე გადასვლა

Marduk

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარდუკი

მარდუკი 2008 წელს ფესტივალზე Metalmania
ბიოგრაფია
წარმოშობა ნორჩეპინგი, შვედეთი
ჟანრ(ებ)ი ბლეკ მეტალი
აქტიური 1990-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Osmose Productions, Regain Records, Blooddawn Productions
წევრები დანიელ როსტენი,
მორგან სტეინმეიერ ჰოკანსონი,
მაგნუს ანდერსონი,
ლარს ბროდესონი
ყოფილი წევრები ყოფილი წევრები
საიტი www.marduk.nu
Marduk ვიკისაწყობში
Daniel “Mortuus” Rostèn, 2015
Morgan Steinmeyer Håkansson, 2015

მარდუკიბლეკ მეტალ ჯგუფი ნორჩეპინგიდან, შვედეთი. ჯგუფი ჩამოყალიბდა 1990 წელს, ხოლო მათი პირველი ალბომი 1991 წელს გამოვიდა. მათი სახელი მომდინარეობს ბაბილონეთელი ღმერთის, მარდუქისგან, რომელიც ითვლებოდა ბაბილონის მფარველ ღვთაებად.

მარდუკის დამაარსებელი იყო მორგან სტეინმეიერ ჰოკანსონი (Morgan Steinmeyer Håkansson), რომლის მიზანიც იყო „მსოფლიოში ყველაზე მკრეხელური ჯგუფის“ შექმნა.[1]

მუსიკალური სტილი და ტექტების თემატიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, ჯგუფის მუსიკალური სტილი იყო დეზ მეტალი ბლეკ მეტალის ელემენტებით. მათი სტილი პროგრესირებდა წლების განმავლობაში და გარდაიქმნა ბლეკ მეტალის სწრაფ და ინტენსიურ ფორმად.[2]

ჯგუფის ტექსტებში დომინანტი თემებია სატანიზმი, ქრისტიანოფობია, ნაწყვეტები ბიბლიიდან, სიკვდილი, მესამე რაიხის ისტორია და მეორე მსოფლიო ომი. ბოლო ორი მოგვიანებით დაემატა ჯგუფის ლირიკულ/კონცეპტუალურ თემებს, მათი 1999 წლის ალბომის, Panzer Division Marduk, გამოშვების შემდეგ. ჯგუფმა ჩაწერა რამდენიმე სიმღერა, რომელიც კაცობრიობის ისტორიის ამ ნაწილს ეხება, მაგალითად: The Hangman of Prague (რაინჰარდ ჰაიდრიხის ფსევდონიმი), Night of the Long Knives, Deathmarch და სხვები.

შემადგენლობა წლების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • დანიელ „მორტუუს“ როსტენი — ვოკალი (2004—დღემდე)
  • მორგან „ივილ“ სტეინმეიერ ჰოკანსონი — გიტარა (1990—დღემდე)
  • მაგნუს „დევო“ ანდერსონი — ბას გიტარა (2004—დღემდე), გიტარა (1992–1994)
  • ლარს ბროდესონი — დრამები (2006—დღემდე)
  • ანდრეას აქსელსონი — ვოკალი (1990—1993)
  • ერიკ „ლიჯენ“ ჰაგსტედტი — ვოკალი (1995—2003)
  • კიმ ოსარა — გიტარა (1995–1996)
  • პეტერ ტეგტგრენი — გიტარა (1997; Live in Germania)
  • რიკარდ კალმი — ბას გიტარა (1990—1992)
  • ბ. ვარი (როჯერ „ბოგე“ სვენსონი) — ბას გიტარა (1992—2004)
  • იუაკიმ იეთბერგი — დრამები (1990—1993), ვოკალი (1993—1995)
  • ფრედრიკ „ფროდინგ“ ანდერსონი — დრამები (1993—2002)
  • ემილ დრაგუტინოვიჩი — დრამები (2002—2006)

საკონცერტო ალბომები და კომპილაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოები და EP ალბომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Maki, Jeff. Marduk – The fifteen year plague. live-metal.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-06. ციტატა:Guitarist Morgan Håkansson formed Marduk in 1990 with the vision to create the most satanic and blasphemous band, not only from the hallowed metal grounds of Sweden, but anywhere on the globe. In fact, he has said that death and violence are most inspirational to Marduk, with a particular focus on the violence in the Bible for lyricsციტირების თარიღი: 2008-10-20.
  2. York, William "Marduk Biography", Allmusic, Macrovision Corporation
  3. MARDUK: New Album Title Revealed. blabbermouth.net (2009-06-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-28. ციტირების თარიღი: 2009-06-26.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Marduk&oldid=4543996“-დან